2021 წელს „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთი G7-ის სამიტს ჩვეულ ფორმატში ჩაატარებს. ამის შესახებ Reuters-ი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის კანცელარიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება 11-13 ივნისს, ინგლისში, ქალაქ კარბის-ბეიში ჩატარდება. სტუმრების სტატუსით „შვიდეულის“ ლიდერებს ავსტრალიის, ინდოეთის და სამხრეთ კორეის ხელმძღვანელები შეუერთდებიან.
შეხვედრის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებს განიხილავენ.
ბოლოს G7-ის ლიდერებით ერთმანეთის პირადად 2019 წლის სამიტზე, საფრანგეთში შეხვდნენ. 2020 წელს კი სამიტი COVID-19-ის გამო არ ჩატარებულა.
imedinews.ge