დიდი რისკია ფესტივალის ჩატარება, მაგრამ ეს ამად ღირს - ანაკლიის კუნძულზე სამდღიანი მუსიკალური ღონისძიება Lisi Island-ი გაიმართება

დიდი რისკია ფესტივალის ჩატარება, მაგრამ ეს ამად ღირს - ანაკლიის კუნძულზე სამდღიანი მუსიკალური ღონისძიება Lisi Island-ი გაიმართება

access_time2020-07-23 16:10:46

ანაკლიის სანაპიროს ცნობილი საფესტივალო კუნძული, Lisi Wood-ის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ფესტივალს უმასპინძლებს. ტურისტებისგან პრაქტიკულად დაცლილ შავი ზღვის კურორტზე მუსიკალური ღონისძიება 21, 22, 23 აგვისტოს გაიმართება.


როგორ მოხდება საფესტივალო სივრცის კონტროლი არსებული რეგულაციებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობის ფონზე, ამის შესახებ „კომერსანტი“ ფესტივალის ორგანიზატორებს გაესაუბრა. როგორც ნუცა კუხიანიძე განმარტავს, ჯგუფს მოფიქრებული აქვს სლოგანიც, რათა დისტანცია და ყველა მონაწილისა და მსმენელის პირადი სივრცე დაცული იყოს.


„ჩვენს ღონისძიებაზე სამ დღიანი გაუჩერებელი მუსიკა იქნება, რა დროსაც არავინ ვიცით რა მოხდება და არაფრისგან ვართ დაზღვეული. მაგრამ, ხალხი მოწყურებულია გართობას და ქალაქიდან გასვლაც  ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.


ამ ეტაპზე ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია და ვფიქრობთ სრულად შეივსება დაშვებული ადამიანების რიცხვი ფესტივალზე.  ტერიტორია ძალიან დიდია და ვჯდებით იმ რეგულაციბში, რაც მოგვეთხოვება.  



ტერიტორიაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც რეგულაციების დაცვის კონტროლით იქნებიან  დაკავებული. ყველა აუცილებელი აღჭურვილობა, იქნება ეს ხელის  საწმენდები თუ გამაფრთხილებელი სტიკერები, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება. ვფიქრობდით სლოგანზეც -  use your own everything, რაც შეიძლება სამაჯურებზე დავაწეროთ. ანუ „გამოიყენე ყველაფერი საკუთარი“, რათა ვინმემ სხვისი ჭიქიდან არ მოსვას ან რამე მსგავსი არ მოხდეს,“ - აღნიშნავს ნუცა კუხიანიძე.


Lisi Island-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 80-დან 130 ლარამდე მერყეობს. ხოლო line up-ი სრულად ქართველი არტისტებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში ფესტივალის ჩატარება დიდი ფინანსური რისკიცაა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ დაინტერესება და რეგულაციების დაცვა ამ მიმართულებას სიძნელეებს შეუმსუბუქებს.

 „ფესტივალი დაახლოებით 1000 ადამიანს მიიღებს, შემსრულებლები კი ადგილობრივები არიან. ძალიან კარგი იქნება თუ დამკვიდრდება  ის ტენდენცია, რომ ამ ფესტივალზე  ლოკალური მუსიკოსები იყვნენ.


ამჟამად მოლაპარაკების რეჟიმში ვართ ბევრ კომპანიასთან,  ვინც  შეიძლება ჩვენი სპონსორი გახდეს.მოგეხსენებათ, რომ ყველამ  ძალიან დიდი  ზარალი მიიღო და არავინ იყო ამისთვის  მზად, შემოსავალი  აბსოლუტურად  განულდა.


ახლა ფესტივალის ჩატარება ძალიან დიდი  რისკიცაა, მაგრამ  მგონია რომ ამად ღირს. ძალიან  დიდი  აქტიურობა  შეინიშნება და ბევრი  ადამიანი გვიკავშირდება.  თუმცა  რისკი არის,  რადგან არ გყავს  დამფინანსებელი, მაგრამ  მგონია რომ ეს ჩვენი ღონისძიება თავის გზას იპოვის,“ - განმარტა ნუცა კუხიანიძემ.


ზაფხულის დიდი მუსიკალური ფესტივალები - Tbilisi Open Air-ი, Echowaves, თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალები, Black sea Arena-ს დიდ სცენაზე დაგეგმილი უცხოელი არტისტების მუსიკალური ღონისძიებები - მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2020 წელს ზაფხულის შემოსავლების ძირითადი ნაწილი დაკარგა. ფრენების გაუქმების გამო უცხოელი არტისტები ზაფხულში დაგეგმილ მასშტაბურ ფესტივალებში ვერ მონაწილეობენ.  პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო კი ხალხის შეკრება აიკრძალა. ფესტივალების ჩატარება 13 ივლისიდან გახდა დასაშვები.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up