„დიდი ოცეულის“ სამიტის ლიდერებმა გვიან ღამით პოლონეთის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
მედიის ცნობით, ბალიზე მყოფი ლიდერები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყვნენ საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან და პოლონურ მხარესთან.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებს ასამდე რაკეტა ესროლა, მათი უმრავლესობის ჩამოგდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლო, თუმცა ნაწილი საცხოვრებელ კორპუსებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა. არის მსხვერპლი. უკრაინაში ელექტრომომარაგების კრიზისი შეიქმნა.
გავრცელებულ ინფორმაციით პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.
Bbc.com