დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი - იაგო ხვიჩია

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი - იაგო ხვიჩია

access_time2019-05-26 20:55:54

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და მის აღნიშვნასთან დაკავშირებით Facebook პოსტს აქვეყნებს. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა ჩვენ დავკარგეთ. თან დავკარგეთ ისე რომ მის მერე 70 წელი მონობაში ვიცხოვრეთ.

 

ამ 70 წლიანი მონობის შედეგია ის, რომ ამ დღეს ისე აღვნიშნავთ, როგორც მანამდე 1917 წლის 7 ნოემბერს.

 

ამ მონობის შედეგია ის, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლის რისკის გამო, გავლახეთ და დავხოცეთ ადამიანები, ხოლო ვინც ეს ფირზე აღბეჭდა, დავაპატიმრეთ.

 

ამ მონობის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა გააზრებული, რომ ოდესმე სხვაზე უნდა გადაებარებინა მმართველობა და პოსტსაბჭოთა ძალოვნების გამოყენებით არ უნდა ეცადა მისი შენარჩუნება.

 

ამ მონობის შედეგია ის, რომ ქვეყნის მმართველებს ტრადიციულად ჯიბეში უზით სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ბიუროკრატია და მათ იყენებენ ადამიანის წინააღმდეგ, თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.


ამ 70 წლიანი მონობის შედეგია, ისიც რომ პოლიციელს, მოსამართლეს, პროკურორს და ბიუროკრატს ეს ნორმალური ჰგონია.

 

ქვეყნის დამოუკიდებლობა საზეიმო მაშინაა, თუ ეს ადამიანის თავისუფლების გაზრდასაც მოიცავს სახელმწიფოსგან.

 

​დღევანდელი საქართველო მხოლოდ იმით სჯობს სსრკ-ს, რომ აქ მაინც მეტი თავისუფლებაა ერთი ადამიანისთვის.

 

ისე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი.

 

ამ მონობის შედეგია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ვერ შეძლო შეექმნა ერთი პოლიტიკური ლიდერიც კი, რომლის ამბიცია ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება კი არ იქნებოდა, არამედ ვადის გასვლის მერე, ძალაუფლებაზე დემონსტრაციულად უარის თქმა და ისტორიაში წესიერად შესვლა.

 

ამ მონობის შედეგია ის, რომ ნაცვლად თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეებისა, ათწლეულებია საშუალო კალიბრის პოსტსაბჭოთა ადამიანები გვაზიან თავზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ არასოდეს მოგვცილდნენ.

 

26 მაისი ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს.

 

ჩემი აზრით, ეს დღე ჩვენი ისტორიის გააზრების დღე უნდა იყოს და რუსთაველზე ტაშფანდური კი არ უნდა გვქონდეს მოწყობილი, უნდა ვსაუბრობდით იმაზე თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და მართლა დამოუკიდებლები ვართ თუ არა მაშინ, როცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მერეც ვერ გაგვირკვევია რა არის ადამიანი და სად არის მისი ადგილი სახელმწიფოში“- წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up