დიდი ფასდაკლებები და ზარალი - ერთი კვირა სავაჭრო ცენტრების გახსნიდან

დიდი ფასდაკლებები და ზარალი - ერთი კვირა სავაჭრო ცენტრების გახსნიდან

access_time2021-02-08 11:00:46

ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნასთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა ბიზნესმა უკვე დაიწყო. დაიწყეს იმაზე ფიქრიც თუ , როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან მინიმალური ზარალით. სწორედ ამიტომ "კომერსანტი" დაინტერესდა რა საფასო პოლიტიკით დაბრუნდნენ რითეილ კომპანიები ბაზარზე და რა მდგომარეობა დახვდებათ ახლად გახსნილ მოლებში მომხმარებლებს.

 

Gtex ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძე აცხადებს, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს. ბიზნესმენი ამბობს, რომ აქტივობა მაღალია, თუმცა განვლილი პერიოდის გამო რითეილ კომპანიები, რთულ მდგომარეობაში არიან.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერიოდი ჩავარდნილი იყო ცუდ მდგომარეობაში ვართ და არსებული ნაშთის გასწორება გვიწევს. რეალიზაციაა კუთხით ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა იქედან გამომდინარე რომ დიდი ფასდაკლებები გვაქვს არამომგებიანი რეალიზაციაა. პირველი კვირა მოჩვენებითი იყო. ამდენი ხანი დაკეტილები რახან ვიყავით აქტივობა მაღალი იყო, თუმცა მეორე-მესამე კვირას იქნება ნამდვილი თებერვალი, კოვიდის გავლენებით“, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.

 


ფასდაკლება ძირითადად ზამთრის კოლექციას ეხება. როგორც  Gtex ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, კომპანია კოლექციის განახლებისგან დროებით თავს იკავებს, რადგან კომპანია იმპორტის დღგ-ს წინასწარ გადახდას ვერ შეძლებს.

 

„ახალი კოლექციები ჯერჯერობით არ მიგვიღია. ახალ კოლექციას როდესაც ვიღებთ 5 დღის ვადაში გვიწევს დღგ-ს გადახდა. რამდენჯერ ვთხოვეთ ეკონომიკურ გუნდს, რომ საავანსოდ გადახდილი დღგ იქნებ ამ რთულ პერიოდში წინასწარ გადახდა გადაევადებინათ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. შესაბამისად გვიწევს თავის არიდება ახალი საქონლის შემოტანისგან. ახალი საქონელი რომ შემოვიტანოთ, 5 დღეში დღგ გვექნება გადასახდელი, რასაც ვერ გადავიხდით. ამიტომ მაქსიმალურად ვწელავთ დროს, თუ ახალ კოლექციას ჩვეულებრივ პირობებში ამ კვირაში მივიღებდით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე 3-4 კვირით გადავწიეთ, ასევე შევამცირეთ მოცულობებიც. შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოც ნაკლებ გადასახადებს მიიღებს, რასაც აკეთებენ იმას მოიმკიან“, - აცხადებს გიორგი ბასილაძე .

 

მომხმარებლების მაღალ აქტივობაზე საუბრობს, გალერია თბილისის დირექტორი ნიკა ცინცაძემ, რომელიც ვარაუდობს, რომ საზოგადობრივი ტრანსპორტის მუშაობის დაწყებასთან ერთად მოლების დატვირთვა კიდევ უფრო გაზირდება. ცინცაძე „კომერსანტთან„ საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეს ყველა მოიჯარეს გადასახადი დაუკორექტირდება.  

 

„ჩვენ რეალურად ველოდებით თვის ბოლოს, რა დროსაც უკლებლივ ყველა მოიჯარეს ექნება შეღავათები. ჩვენ ვაკვირდებით პანდემიურ ვითარებას, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეღავათები მხოლოდ თებერვლის თვით არ შემოიფარგლება და კიდევ რადენიმე თვე გაგრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა პირველი კვირა საკმაოდ კარგი იყო, მოლოდინი გვაქვს რომ დღეიდან დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი გათვლებით, შემოსავლები რაც მოიჯარეებს უნდა მიეღოთ  ისინი ამ შემოსავლებს იღებენ. რამდენიმე მოიჯარესთან ურთიერთობა დავასრულეთ, თუმცა ეს საიჯარო ფართის 3 პროცენტს შეადგენს. ჩვენი სტრატეგია არის, რომ შევიყვანოთ ისეთი ბრენდები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არ ოპერირებენ, იქედან გამომდინარე, რომ ვართ ყველაზე ცენტრალიზებული მოლი. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს ამ კუთხით სიახლეები იქნება“, - განაცხადა ნიკა ცინცაძემ.



თეგები:
Gtex ჯგუფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up