დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

access_time2019-10-18 14:00:43

თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.

 



არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს წარმოადგენს. აქედან ერთი მიწისქვეშა სართული, გათვლილია ავტოსადგომისთვის (6 ავტოსადგომი)ასევე ეზოში გამოყოფილია ადგილი 11 ავტომობილისთვის. მიწისპირა და მეორე სართული გათვლილია კომერციული საქმიანობისთვის.  3,4,5 სართულები შეითავსებენ საოფისე ფართების ფუნქციას.

 




განმარტებით ბარაში ვკითხულობთ, რომ შენობა-ნაგებობა მოეწყობა რკინაბეტონის კონსტრუქციით, გადახურვის მეთოდს წარმოადგენს რკინაბეტონის ფილა. კედლები შეივსება ბლოკით, შეილესება და მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ტრავერტინის ფილები და დეკორატიული მეტალის ფირფიტები დაჟანგვის ეფექტით, მოეწყობა ხისა და მეტალის სხვადასხვა კონსტრუქციები. მოეწყობა ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები 2 სართულიდან 5_ს ჩათვლით, ხოლო პირველ სართულზე გამოყენებული იქნება შავი ფერის ალუმინის ვიტრაჟები.





ბაჩო ადამია





ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება

ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება
access_time2020-07-14 14:36:50
„ლუფთანზას“ შეუძლია, მიუნხენის მიმართულებით ნებისმიერ დროს აღადგინოს მიმოსვლა - ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.   მისი თქმით, მიუნხენის აერპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.   „გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს....

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება
access_time2020-07-14 12:00:17
„უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს. ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის მოძიების ხელშეკრულებას ტეხასის კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. მოწინააღმდეგე მხარეა...

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს
access_time2020-07-14 14:00:33
საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასები გაიზარდა. PMCG- ის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასები 2,4%-ით გაიზარდა. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9 % — ით იმატა. 2020 წლის...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...


მსგავსი სიახლეები

up