დიდი ბრიტანეთის შრომის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის შრომის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

access_time2019-09-08 10:27:13

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონთან უთანხმოების გამო შრომისა და პენსიის მინისტრმა ემბერ რადმა თანამდებობა და კონსერვატიული პარტია დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

„ვტოვებ მინისტრთა კაბინეტს და უარს ვამბობ კონსერვატიული პარტიის მანდატზე. ვერ ვიჯდები გულხელდაკრეფილი, როდესაც კარგ და ლოიალურ კონსერვატორებს პარტიიდან რიცხავენ“, - დაწერა რადმა Twitter-ზე.

რადი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი იყო, წარსულში კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

მანამდე ბორის ჯონსონმა პარტიიდან გარიცხა 21 დეპუტატი, რომლებმაც Brexit-ის გადავადებას დაუჭირეს მხარი. მათ შორის აღმოჩნდნენ ყოფილი კანცლერი ფილიპ ჰამონდი, რამდენიმე ყოფილი მინისტრი და უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სოამსი. მინისტრის თანამდებობა დატოვა ბორის ჯონსონის ძმამ ჯო ჯონსონმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა.


ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.

Imedinews 


თეგები:
ინგლისი



ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...


მსგავსი სიახლეები

up