დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, რუსეთმა უნდა ახსნას, თუ როგორ მოიწამლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით.
„ამჟამად ცხადია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მთელ რიგ ძალიან სერიოზულ კითხვებს უნდა უპასუხოს“, - განუცხადა დომინიკ რააბმა Sky News-ს.
მისივე განმარტებით, რუსეთს, როგორც ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის წევრს, მთელი რიგი ვალდებულებები აქვს, არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტითაა მოწამლული. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთი დასავლური ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოხატა.
IPN