ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია.
წყარო: imedinews.ge