Brexit-მდე დარჩენილ წამებს ბრიტანელები 31 იანვარს Downing Street-ზე დაითვლიან. მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საათიც აქვე იქნება წარმოდგენილი. იტყობინება BBC.
ამ დღის აღსანიშნავად სპეციალური (50p) მონეტა შევა მიმოქცევაში.
Brexit-ის დროის ათვლამდე, საღამოს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.
ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკას $173,8 მილიარდი უკვე დაუჯდა.
პარლამენტის ქვედა პალატამ 2020 წლის 9 იანვარს მხარი დაუჭირა კანონპროექტს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
მანამდე ევროკავშირი Brexit-ის 2020 წლამდე გადადებას დასთანხმდა.
ლონდონმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს უნდა დატოვოს.
Imedinews