დიდი ბრიტანეთის მთავრობა 11 ოქტომბრიდან 47 ქვეყანასა და ტერიტორიას, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან ამოიღებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 11 ოქტომბრიდან 47 ქვეყანასა და ტერიტორიას, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან ამოიღებს

access_time2021-10-08 09:00:00

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის საქართველო კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოღებული.


დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ ადამიანს გაუადვილებს საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას.


დიდ ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, ვინც დიდ ბრიტანეთში ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი (AstraZeneca, Pfizer-ი, Moderna და Janssen-ი).


სხვა შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისთანავე 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.


გარდა ამისა, 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან საქართველო იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალს დაემატება, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ.



თუ თქვენ ვაქცინის სერტიფიკატს, როგორც მტკიცებულებას იყენებთ, ის ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული, იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე და შემდეგ ინფორმაციას შეიცავდეს:


სახელი და გვარი


დაბადების თარიღი


ვაქცინის ბრენდი და მწარმოებელი


ვაქცინაციის თარიღი თითოეული დოზისთვის


ვაქცინაციის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი


imedinews.ge






რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up