დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა

დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა

access_time2019-11-17 16:00:16

დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა - ეს უდაოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდის შედეგია. Georgian Airways - კვირაში სამჯერ დაფრინავს გატვიკის აეროპორტიდან და ლუტონი ქუთაისი - WizzAir - ასევე რეგულარულ ფრენებს ასრულებს. - ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაკო აბაშიძემ განუცხადა.


როგორია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის პოტენციალი და რა მიმართულებითაა შესაძლებელი ამ კონტაქტების განვითარება. „კომერსანტი“ ამ თემებზე დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის სააჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელს მაკო აბაშიძეს ესაუბრა.


მაკო აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი დარგია ასათვისებელი, თუმცა სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცდილობს ამ ურთიერთობების გაძლიერებას და ბიზნესის წინსვლას.


„დიდი ბრიტანეთი საქართველოს საკმაოდ აქტიური ბიზნეს პარტნიორი და ასევე ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი გახლავთ. მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო , რომ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი დარგი არის ასათვისებელი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ორგანიზიაციის ხელშეწყობით ორ ქვეყანას შორის გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რასაც ყოველთვის  მოყვება კარგი შედეგი ბიზნესის კუთხით.“- ამბობს მაკო აბაშიძე.

 

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთობლივი აქტივობის და უწყვეტი მუშაობის შედეგია რომ ქართული ღვინო და მეღვინეობის ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბრიტანეთში.


მინდა აღვნიშნო ბრიტანეთის ცნობილ სასოფლო სამეურნეო კოლეჯის - Plumpton Agircultural College- ღვინის კათედრასთან ერთობლივი პროექტი რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით ბრიტანეთში მცხოვრებმა ჰენრი მჭედლიშვილმა განახორციელა- პლამპტონში მსოფლიოში პირველი საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე  მარანი მუზეუმი და მოქმედი ქვევრი ღვინის წარმოება  დაიწყო.


 

2019 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ლონდონში, ხელი მოეწერა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. 

ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ღვინის პოპულარიზაციაში და დამკვიდრებაში გაერთინებულ სამეფოში. ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთობლივი აქტივობის და უწყვეტი მუშაობის შედეგია რომ ქართული ღვინო და მეღვინეობის ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბრიტანეთში.


ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს ერთობლივად განხორციელებული.


მინდა ავღნიშნო ბრიტანეთის ცნობილ სასოფლო სამეურნეო კოლეჯის - Plumpton Agircultural College- ღვინის კათედრასთან ერთობლივი პროექტი რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით ბრიტანეთში მცხოვრებმა ჰენრი მჭედლიშვილმა განახორციელა- პლამპტონში მსოფლიოში პირველი საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე  მარანი მუზეუმი და მოქმედი ქვევრი ღვინის წარმოება  დაიწყო.

 

ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ტურისტული პოტენციალის თემაზე ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ორგანიზებით 2007 წლის შემდეგ 20 ზე მეტი პრეს-ტური განხორციელდა. როგორც აბაშიძე აღნიშნავს,  2020  წელს იგეგმება ღონისძიებები, რომელთა პრიორიტეტს განთლება და ტურიზმი წარმოადგენს.


BGCC მჭიდროთ თანამშრომლობს ბრიტანეთის და საქართველოებთან და არაერთ ერთობლივ პროეკტი გაგვინხორციელებია ერთობლივად. პრეს ტურებს და მედია პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს  ბრიტანეთში საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისთვის. ჟურნალისტები ისეთი ცნობილი გამომცემლობებიდან როგორიცაა The Times, Observer, Guardian, Evening Standard, Decanter, Tatler etc.. საქართველოს ეწვივნენ და ვრცელი რეპორტაჟები მოამზადეს ქვეყნის როგორც ტურისტულ, ისე კულტურულ პოტენციალზე. შემდეგი წელს დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე საინტერესო პროექტი და ღონისძიება- პრიორიტეტს განთლება და ტურიზმი წარმოადგენს.“ - ამბობს მაკო აბაშიძე

 

წელს BGCC კონულტაცია გაუწია Monocle Magazine- დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2020 წელს ლონდონში შედგება.


BGCC-ს  ოფისი თბილისში თავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს როგორც ორგანიზაციებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე კერძო პირებს- კომპანიის რეგისტრაცია ბრიტანეთში, საბანკო ანგარიშის გახსნა, უძრავ ქონების შეძენათან დაკავშირებული საკითხები, კონსულტაციები ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზზე, განათლება, დასვენება და კულტურული ღონისძიებები ბრიტანეთში.

 

მარიამ მორგოშია




ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up