დიდი ბრიტანეთი საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს

დიდი ბრიტანეთი საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს

access_time2018-12-06 15:35:39

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 7 დეკემბრიდან ორგანიზიებულ დანაშაულთან ბრძოლის და სამეფოს ტერიტორიაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მიზნით საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ The Times-ი წერს.


გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი იქნება „დარტყმა ოლიგარქებზე“, რომლებსაც საინვესტიციო ვიზა საშუალებას აძლევდა კუთვნილ ქონებაზე რეგისტრაცია გაევლოთ, შემდეგ კი ბრიტანეთის პასპორტი გამარტივებული გზით მიეღოთ. ბრიტანეთის ეკონომიკაში 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირება მათ საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ ვიზა მიეღოთ, არამედ ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ მუდმივი ცხოვრების უფლება მიეპოვებინათ.


„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იქნება ღია ნამდვილი ინვესტორებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ
ჩვენს ეკონომიკას და ბიზნესის ზრდას უწყობენ ხელს. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ მოვითმენთ აქ ისეთ პირებს, რომლებიც თამაშის არსებული წესებით არ თამაშობენ და ბოროტად იყენებენ სისტემას“, - ამის შესახებ ქვეყნის იმიგრაციის საკითხების ხელმძღვანელმა კეროლაინ ნოუკსმა განაცხადა.


ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, სოლიდური ფულადი შენატანის გზით ქვეყნის რეზიდენტობის უფლება ბოლო 10 წელიწადში გამოიყენა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათგან 60% რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში კი საემიგრაციო სამსახურმა 361 საინვესტიციო ვიზა გასცა, მათ შორის, 38 რუსეთის მოქალაქეზე.


უწყება აზუსტებს, რომ უკვე მიღებულ განაცხადებს ისინი ჩვეულებრივი მეთოდით განიხილავენ, ხოლო 7 დეკემბრიდან ახლის მიღება ახალ განკარგულებამდე სრულად შეწყდება. განახლების შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ პროცედურა მეტად გამკაცრდება და მსურველებს სრული პირადი ინფორმაციის მიწოდება და დარწმუნება მოუწევს, რომ იქნება კეთილსინდისიერი ინვესტორი.


bpn.ge








„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up