დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგ - რა ელის ქართულ-ბრიტანულ სავაჭრო ურთიერთობებს

დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგ - რა ელის ქართულ-ბრიტანულ სავაჭრო ურთიერთობებს

access_time2020-10-08 12:00:01

დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამჟამად ევროპული ოჯახიდან გამოსვლის პროცესშია, პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან ახალ მჭიდრო კავშირებს ამყარებს და ამრავალფეროვნებს უკვე არსებულ ურთიერთობებს. როგორც ცნობილია, საქართველო დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით სარგებლობს, როგორ შეიძლება ბრექსიტის შემდეგ საქართველომ ეს შეთანხმება საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირებისთვის გამოიყენოს და რა მოლოდინები აქვთ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს?


„კომერსანტი“ ბრიტანეთში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ ბიზნესმენს, ბაჩი გაბუნია ვაჭრობაზე, ბრიტანეთში ქართული პროდუქციისადმი განსაკუთრებულ მოთხოვნებზე და ბრიტანელი ბიზნესმენების განწყობაზე ესაუბრა.  ამავდროულად 20 წლიანი საქმიანობის შემდეგ, ბიზნესმენმა ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატასთან ერთად ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბი შექმნა.


ბაჩი გაბუნიას თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, რადგან გარდა რესურსებისა, ლარისა და ფუნტის მიმართება ქართველი მეწარმისთვის ბრიტანულ ბაზარს მომგებიანს ხდის.

 

მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი ბრექსიტის ბოლო ეტაპებს გადის, რომელიც  დეკემბრის  ბოლოს დასრულდება, ხოლო იანვრის დასაწყისში ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ იქნება. ეს დასრულებული ურთიერთობა დღესდღეობით იქამდე  მიდის, რომ ბრიტანეთი და  ევროპა  ვერ  შეთანხმდა საქონლის ბრუნვის კოდირების და განბაჟების სისტემის  შესახებ,  რაც საქართველოს უნიკალურ პოზიციაში აყენებს ბრიტანულ -ქართული თავისუფალი ვაჭრობის გამოყენების ყველაზე დიდ და პერსპექტიულ ნაწილში. ეს საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ პოტენციურად ზოგიერთი ევროპული საქონელი, რაც ტრადიციულად ევროპიდან ჩამოდიოდა საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩაანაცვლოს.

 

ბრექსიტის  წყალობით და  ქართულ-ბრიტანული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებით, რომელიც  საქართველოს  ხელისუფლებამ დროულად დადო ბრიტანეთის სახელმწიფოსთან, ჩვენ ვართ  ერთ-ერთი გამონაკლისები იმ ქვეყნების შორის, რომლებსაც ხელშეკრულება უკვე ხელთ აქვთ .



როგორ შეიძლება ბაზრის დივერსიფიცირება ორ ქვეყანას შორის? - ბიზნესმენი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნის ბაზრიდან ქართული პროდუქციის სახელით ინგლისში ბევრი პროდუქტი შემოდის, რადგან მოთხოვნა დიდია. ახლა კი ბრიტანეთის ბაზარს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები, კონსერვები და სხვა პროდუქტები  შეიძლება მიეწოდოს. ქართული ღვინო კი ბრიტანეთის მაღაზიებში ისედაც საკმაოდ მაღალ საფასო სეგმენტში გადის.

 

ბრიტანეთში ბიზნესმენები  ცდილობენ  იმ პროდუქციის ალტერნატივები მოძებნონ, რომლებიც მათ დღეს გააჩნიათ, რომ არ მოხდეს მათ სავაჭრო რესურსებში პროდუქციის დეფიციტი,  ამიტომ  დღესდღეობით საქართველოს აქვს უნიკალური საშუალება  საქართველოში  წარმოებული პროდუქციის დიდი  ნაწილი  ბრიტანულ ბაზარზე აღმოჩნდეს. ეს ეკონომიკის განვითარებას ხელს  შეუწყობს, როგორც სოფლის ისე სხვა ტიპის წარმონაქმნებში იმდენად, რამდენადაც ლარისა და ფუნტის მიმართება საკმაოდ მომგებიანს ხდის ქართველი მეწარმისთვის ბრიტანულ ბაზარს.

 

ღვინის გარდა, ჩვენ  შეგვიძლია დავიწყოთ ისეთი პროდუქციის ექსპორტი, როგორც არის,  წყალი, წვენები როგორიც არის მურაბები. ამასთან ერთად,  პოსტ-საბჭოთა სივრციდან გამოსულ ხალხს მოთხოვნა აქვთ მაგალითად მჭადის  ფქვილზე და ბევრ ისეთ პროდუქციაზე, რომელიც არ  არის  საქართველოდან  შემოსული, მაგრამ არის ქართულს მიმსგავსებული პროდუქტები და იწარმოება ლატვიაში, გერმანიასა და რუსეთში. ამ ჰაბის მეშვეობით უკვე  ქართული პროდუქცია, სოფლის მეურნეობის თუ სხვა, შეგვიძლია  წამოვიღოთ ბრიტანეთში.


ბრიტანეთი საკმაოდ დიდი და ნოყიერი ბაზარია, რომელსაც ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც საქართველოში არის წარმოებული შეუძლია, რომ ისე  აითვისოს, რომ ბრიტანეთის ბაზარს არც კი შეეტყოს,“- განმარტავს ბაჩი გაბუნია.

 

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ინიციატივით შეიქმნა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბი, რომლის ფუნქციაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა ერთი ფანჯრის პრინციპით საქონლის ბრიტანეთის ბაზარზე გასატანად.

 

ბრიტანულ ქართული სავაჭრო ჰაბი, რომელიც დაარსდა არც თუ ისე  დიდი ხნის წინ, ძირითადად  საქართველოსა და ბრიტანეთს  შორის ვაჭრობის გაღრმავებას ემსახურებაამ პროექტში  გათვალისწინებული იყო  ის,  რომ  მცირე და  საშუალო  ბიზნესებს  მიეცეთ  საშუალება მინიმალური ინვესტიციით  მოხვდნენ ბრიტანულ ბაზარზესცადონ  თავიანთი  საშუალებები და კარგ შემთხვევაში ისინი დაიმკვიდრებენ თავს. თითოეულ ბიზნესმენს პროდუქციის წამოსაღებად ბრიტანეთის ბაზარზე სჭირდებოდა 4-5 კომპანიასთან ურთიერთობაროგორიც არის  გადამზიდიშემდეგ  საწყობში მიმღები, დამსაწყობებელი , შემდეგ დისტრიბუტორი და კონსულტანტი, რომელიც  მარკეტინგულ კონსულტაციებს გაუწევს. ამ ხუთი  ორგანიზაციის ცალ-ცალკე  მუშაობის აუცილებლობა აღარ არის და იქნება ქართული კომპანიებისთვის  ჩვენი, რომელიც  ერთი  ფანჯრის პრინციპით ქართულ კომპანიებს მოემსახურება და მათ შეეძლებათ მინიმუმ 1 ევროპალეტის წამოღება ბრიტანეთში მოსასინჯად.

პროდუქციას არ აქვს მნიშვნელობა - ეს შეიძლება იყოს საკვებისუვენირული პროდუქციაშეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაჩვენ გვყავს დაინტერესებული კომპანიებირომლებსაც ჰყავთ დამწყები დიზაინერები, რომლებსაც გააჩნიათ, როგორც ტანსაცმლის ასევე ფეხსაცმლის ხაზები, არანაირი შეზღუდვა არ არის , ეს  არის ბიზნესი  ნებისმიერი მიმართულებით,“ - ამბობს ჰაბის დამფუძნებელი.

 

ბაჩი გაბუნიას თქმით, უკვე პროექტში ჩართვის ბევრი მსურველია და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up