„დიდი ალბათობით შემოდგომაზე კრიზისის მეორე ტალღას მივიღებთ“ - ნიკა შენგელია

„დიდი ალბათობით შემოდგომაზე კრიზისის მეორე ტალღას მივიღებთ“ - ნიკა შენგელია

access_time2020-05-14 10:50:10

„ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს“, - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ვალუტის კურსის მერყეობა პირდაპირ აისახება საქონლის ფასზე და ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ იყოს ფასების სტაბილიზატორი და ინფლაცია აკონტროლოს, ესეც ვერ შეძლო.


„ლარის ასეთი რყევა, რომელიც წლის განმავლობაში 16%-მდეც კი შეინიშნებოდა, არა მარტო ახლა ახდენს რაიმე განსაკუთრებულ გავლენას, არამედ ადრეც ახდენდა. სავალუტო ფონდი უკვე თავს იზღვევს იმისგან, რომ ეს კრიზისი ახლა კი არ დამთავრდება, არამედ არის დიდი ალბათობაა, რომ შემოდგომაზე მეორე ტალღა მივიღოთ. ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში როგორი მონაცემები გამოქვეყნდება, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დაეცემა თუ არა დიდი კომერციული ბანკები ევროპაში და ამერიკაში, ასევე როგორი დომინოს პრინციპით გავრცელდება შემდეგ ეს სხვა ქვეყნებში. ვალუტის კურსის მერყეობა პირდაპირ აისახება საქონლის ფასზე და ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ იყოს ფასების სტაბილიზატორი და ინფლაცია აკონტროლოს, ლარის კურსი კი თავისუფლად გაუშვა. ფაქტობრივად, ვერც ლარის კურსს მიხედა და ვერც ინფლაცია დაიჭირა. რაც შეეხება ფასებს, გაძვირება ახლა გაჩერდება არა იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა რამე, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებიდან მოთხოვნა შემცირებულია. ამ ეტაპზე ფასები ყველაფერზე გაიზარდა, მათ შორის იმ პროდუქტებზეც რომელიც მთავრობამ თითქოს დააზღვია. ეს ფასები, რომელიც მაისის ბოლოს იქნება, ზაფხულში დიდი ალბათობით აღარ შეიცვლება, კლებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.



სავალუტო ფონდის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია. მისი განმარტებით, ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია.


„კოვიდ-19-ის პრობლემების შესამსუბუქებლად მიღებული საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილის ბანკებისთვის მიცემა სერიოზული შეცდომა იქნება. ეს იმის გამეორება იქნება, რაც სააკაშვილის დროს გააკეთეს როდესაც ცხინვალის ავანტიურის შემდეგ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ნაწილი ბანკებს მისცეს. სინამდვილეში ეს არ არის ბანკების დახმარება, ეს არის ბანკების პრობლემების დროში გაჭიანურება და მათი კიდევ უფრო გაღრმავება. ეს პრობლემა სხვაგვარად შეიძლება მოწესრიგდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის არავინ არის მზად. ეს არის დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ტექსტი, რაზეც უკვე წლებია ვამახვილებ ყურადღებას: „ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა ფინანსური სტაბილურობის გარანტია“, რომ განვმარტო რას ნიშნავს ეს: ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს არა აქვთ ლიკვიდობა; ანუ, ბანკებს არა აქვთ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული. რატომ არა აქვთ ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა არიდებს თავს“,- აღნიშნა თემურ ბასილიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up