„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას“

„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას“

access_time2022-08-12 20:00:00

პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება -,,ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.


„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.


ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.


„ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.



მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, - დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამთლიანებას, გაძლიერებასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დიდგორობის დღესასწაული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნა. სამი სამხედრო მოსამსახურე „დიდგორის ჯვრით“ დაჯილდოვდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



თეგები:
დიდგორობა



ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:19:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up