„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

access_time2021-12-06 17:50:47

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.



მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და ისტორიის პედაგოგებთან ერთად 11 სხვადასხვა ძეგლზე მოხსენებები მოამზადეს.



,,მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ მონაწილეებმა, დღეს კონფერენციის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ნაშრომები წარვადგინეთ. ჩემი ნაშრომი შეეხებოდა, აქამდე ჩემთვის უცნობ ძეგლს - ჩხორთოლის ეკლესიას, რომლის შესახებაც უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და ბევრი რამ შევიტყვე“,– ლუკა ანდიაშვილი, დიდგორელის სტიპენდიანტი და კონფერენციის მონაწილე.



მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკის, ბედიის მონასტრის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მოამზადეს ნაშრომები.




,,მოსწავლეთა კონფერენცია, ეს არის დიდგორელის ის ახალი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი იფიქროს დიდ  წუხილზე, რომელსაც ოკუპაცია ქვია და გაიცნონ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებში თვეების განმავლობაში იმუშავეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, ძალიან მალე ბეჭდური სახითაც გამოიცემა“, -  განაცხადა ,,დიდგორელის’’ ავტორმა ლევან ჟვანიამ.



ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი’’,  ,,არემჯის’’ მხარდაჭერით 2019 წლიდან იმართება და ის კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და ათასობით ახალგაზრდა მოსწავლე გააერთიანა.



,,არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა რეგიონში. „დიდგორელის“ ფარგლებში ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც   აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის კვლევას და მათი თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მიეძღვნა, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფელობის იდეის პოპულარიზაციას“, – განმარტა გიორგი კობახიძემ, „არემჯის“ სპეციალისტმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.



დაარსების დღიდან პროექტ „დიდგორელს“ არაერთი განსხვავებული კომპონენტი დაემატა. წელს მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ერთ წიგნად გამოიცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში, ყველა დაინტერესებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

(R)



თეგები:
არემჯი



24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up