დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა

დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა

access_time2022-08-04 22:00:00

დიდ სახელმწიფო კლინიკებში, სადაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურება, 30%-ით გაიზარდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის - რესპუბლიკური საავადმყოფოს' ხელმძღვანელმა, ლიკა ჭუმბურიძემ განუცხადა, ახალი სახელფასო სისტემის თანახმად, ექიმის მინიმალური ანაზღაურება ყოველთვიურად 1 620 ლარს შეადგენს, სანიტრის კი 504 ლარს.


„რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღნიშნული პროგრამის დანერგვა დავიწყეთ ივნისიდან. ეს რაც შეეხება თბილისს, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება საათების მიხედვით 6 ლარია, თვეში კი - 1 080 ლარი; ექთნის - საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი.


პირველი აგვისტოდან დიდ სახელმწიფო კლინიკებში - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რუხის კლინიკასა და ქუთაისის ო.ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრში დასაქმებული მედპერსონალის ხელფასი გაიზარდა. ტარიფები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ექიმის ანაზღაურება საათში 8 ლარი, რაც ყოველთვიურად 1440 ლარია, უმცროსი ექიმის ანაზღაურება საათში 6 ლარი, თვიურად 1080 ლარია, ექთნის საათობრივი ხელფასი - საათში 5 ლარია, რაც თვიურად არის 900 ლარი, ექთნის დამხმარის - 3 ლარი, ანუ თვეში 540 ლარი, სანიტრის ანაზღაურება 2.50, ანუ თვიურად 450 ლარია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მორიგეობის ანაზღაურება, რომელზე დაბალი ხელფასი კლინიკაში თანამშრომელს არ ექნება. თუმცა, სხვადასხვა დეპარტამენტების სირთულის მიხედვით ეს ხელფასი იზრდება. მაგალითად, რეანიმაციაში, „ემერჯენსში“, კარდიოლოგიაში, ნევროლოგიაში, აღნიშნულზე მეტი ხელფასი აქვს. ის ექიმები, რომლებიც სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით გამომუშავებულ პროცესში არიან ჩართულები, ამ ხელფასს გამომუშავებითი ნაწილი ემატება.



ჩვენი ქსელის კლინიკებში, საერთო ჯამში, 30%-ით გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება“,- აღნიშნავს ლიკა ჭუმბურიძე.


როგორც ლიკა ჭუმბურიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდა, არაერთი კერძო კლინიკის ხელმძღვანელი უკავშირდება კლინიკას და პილოტური პროგრამის გაზიარებას ითხოვს.


„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ახალი სახელფასო სისტემის დანერგვამ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოტივაცია გამოიწვია. როგორც ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა ვუთხრა უწყებას. კოლექტივი ძალიან კმაყოფილია. წლების განმავლობაში ხელფასების გადახედვა არ მომხდარა. კორონავირუსმა გვაჩვენა, თუ რამდენად დიდია სამედიცინო პერსონალის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან დიდი შრომა გაწიეს, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. პოლიტიკა, რაც ბოლო დროს გვესმის, კერძოდ, ექიმების მუდმივი ლანძღვა, სწორი არ არის. ექიმები ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. ეს გვაჩვენა დრომ. კოვიდის დროს, როდესაც დანამატი იყო, რა თქმა უნდა, იყო კმაყოფილება, თუმცა მედპერსონალის ნაკლებობა იყო და მათ მეტი შრომა უწევდათ. ეს ნაბიჯი დიდი მოტივაცია იყო. ყველა უზომოდ მადლიერია. სასიამოვნოა ის, რომ ძალიან ბევრი კერძო კლინიკის ხელმძღვანელი რეკავს და გვთხოვს ამ პილოტური პროგრამის გაზიარებას, ვფიქრობ, მომავალში გადაიტანენ საკუთარ კლინიკებში. ძალიან ბევრი სამედიცინო კლინიკის თანამშრომელი აგზავნის cv-ს, რეკავენ, და გვთხოვენ, რომ სამსახურში მივიღოთ, თუნდაც ამ ანაზღაურების გამო. თითოეული თანამშრომელი მოტივირებულია ჩვენს ქსელში“, - აღნიშნავს ლიკა ჭუმბურიძე.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up