დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

access_time2022-11-24 19:25:25

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა.



„თქვენ იცით, ზოგადად სპორტი რამდენად პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ფეხბურთის მიმართ. ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიდ დიღომში საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა, თანამედროვე მოედნით, გასახდელებით, საშხაპეებით. ასევე, დამონტაჟდა სკამები გულშემატკივრებისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მათსავე რაიონში, უბანში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული საქმიანობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონებში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემა იყო მათი ოჯახებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. ეს არის გრანტით განხორციელებული პროექტი, ამ ტიპის ხუთი პროექტი განვახორციელეთ თბილისში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის  მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ბევრი ასეთი სივრცე შეიქმნას ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 


ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.


 

პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი  განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.



საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ შეძლებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.  

 





მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია
access_time2022-12-05 12:30:51
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.   აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი...


მსგავსი სიახლეები

up