დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება

access_time2021-09-01 13:10:00

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„აღნიშნულ ტერიტორიაზე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით, უხვი ნალექის დროს. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, ვერ ატარებს მოსულ ნალექს და შეტბორვა ხდება. ელემენტარულად, მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელია ასეთ დროს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, მწყობრიდანაა გამოსული. პროექტის ფარგლებში, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში, შეზღუდვები ეტაპობრივად, გზის სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება.



„მინდა, ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, თუმცა მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია იმისთვის, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს ხდებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. კიდევ არის სხვა ქუჩები, განსაკუთრებით ე.წ. დიღმის აგარაკებზე, სადაც ხევები, სამწუხაროდ, ამოვსებულია და უხვი ნალექის დროს წყალი ოჯახებში ვარდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას იგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up