დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციამიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, 3 800 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობასაფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა დასაპარკე სკამები დამონტაჟდება. აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული ანბანის რესტავრაციაგანხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონისგამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის,ასევე, დიდი დიღმის მოსახლეობისთვის აღნიშნულისივრცის დაბრუნება. მერის გადაწყვეტილებით,ტერიტორია ადგილმონაცვლეობით დაუბრუნდაქალაქს. როგორც იცით, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. პირველ ეტაპზე, განხორციელდადაწყებული მშენებლობის დემონტაჟი. ახლა კი, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება და „ანბანის“ რესტავრაცია”, - განაცხადაგაიოზ ვასაძემ.
პროექტს ახორციელებს კომპანია „გრინსერვისი+“, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია288 136 ლარით.