დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს-  დავით ზალკალიანი

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს- დავით ზალკალიანი

access_time2019-10-21 21:30:52

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ისტორიაში- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი დღეს, ქ. ლონდონში მოეწერა.

 

 

მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ შეთანხმებაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ბრიტანეთში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, „ბრექსიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, დავით ზალკალიანის  თქმით, არის მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას.

 

 


„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ძალიან ოპერატიულად, არ შექმნილიყო არანაირი სამართლებრივი სივრცე და სამართლებრივ სივრცეში ვაკუუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პროცესში, რადგანაც ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთთან ურთიერთობის ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით, არის სწორედ ის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ დღეს ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერეთ.- აღნიშნა მინისტრმა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ,  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორმხრივ ურთიერთობებს. „ჩვენ კვლავინდებურად გვექნება ბრიტანეთის მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე. - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ასევე, მინისტრის თქმით,  აღნიშნული  შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ვორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს.





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up