დიდ ბრიტანეთში როკჯგუფ Queen-ის პატივსაცემად სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს. ამის შესახებ BBC წერს.ეს ლეგენდარული კოლექტივისადმი მიძღვნილი პირველი მონეტაა სერიაში, რომელთა გამოშვებას დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა აპირებს.
მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი.
სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტში იქნება წარმოდგენილი: ოქროსგან, ვერცხლისგან და ჩვეულებრივი მონეტები. ფასები 13-დან 2220 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.
imedinews.ge