ავიაციაში ტურბულენტური სიტუაციაა – სახელმწიფო სუბსიდირებისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია

ავიაციაში ტურბულენტური სიტუაციაა – სახელმწიფო სუბსიდირებისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია

access_time2020-02-10 18:40:33

 ავიაციაში არსებული სიტუაცია იძაბება. ე.წ. ტურისტული ავიაემბარგოს შემდეგ, რომელიც რუსულმა მხარემ 20 ივნისის მოვლენების შემდგომ საქართველოს დაუწესა, დღის წესრიგში მთავრობის მხრიდან ავიაკომპანიების სუბსიდირების საკითხი წამოწია წინა პლანზე. შედეგად, მთავრობამ 1 800 000 ევრო გამო ერევანის, ლონდონისა და ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაფინანსებაზე. სუბსიდირებული თანხები გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით განისაზღვრა – მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევრო.


პრაქტიკულად, ყველა ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს “ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებს. შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიამ სუბსიდირება მიიღო, რომლის შემდგომაც ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას გადაუხადა.


„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა „ჯორჯიან ეარვეისისთვის“, რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას.


გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება“, – წერია ავიაკომპანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თუმცა, ამ განცხადებიდან ექვსი თვის შემდგომ, სიტუაცია შეიცვალა. Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, მთავრობამ ავიაკომპანიას შეუქმნა პრობლემები, კერძოდ ვალები. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მას Wizz Air-ი არ აკმარა და Rayner-ი შემოიყვანა ავიაბაზრზე.


ბოკერია გამოეხმაურა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც მინისტრმა თქვა, რომ კომპანია Georgian Airways-სს ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც მისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.


“მე რეისები წამართვეს, მგზავრები წამართვეს და ზუსტად მთავრობის ქმედებების გამო დამიგროვდა ვალები. დღევანდელ მდგომარეობაში ზუსტად იმიტომ ვარ, რომ მთავრობამ არაეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო. ვითომ ტურისტები ჩამოჰყავთ და მეორე მხრივ, ეროვნულ ავიახაზებს ანადგურებენ. თვითონ დამაგროვებინეს ვალები და ახლა კიდევ მადლობა უნდა ვუხადო. ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია და ასე დემაგოგიურად განაცხადეს, რომ თურმე ვალებს მინაწილებენ, ვუჩივლებ.



მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air-ი არ მაკმარა, Rayner-ი შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო?! არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო?! არ მინდა, სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ – არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი. რაც შეეხება მომსახურეობას, მითხრას მინისტრმა კონკრეტულად, რას ნიშნავს მომსახურეობის ხარისხი არ გვაქვს? 27 წლის ეროვნულ ავიაკომპანიას რომელი მომსახურეობის ხარისხი არ აქვს?”, – აცხადებს ბოკერია.


როგორც აღინიშნა, სახელმწიფოსა და ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას შორის, სუბსიდირების საკითხის განხილვა 20 ივნისის შედეგ რუსეთის ავიაემბარგომ გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნნავას თქმით, ეს თემა დღის წესრიგში აღარ დგას და ,,ჯორჯიან ეარვეიზს” ეფექტური მართვის პირობებში, ბევრად უფრო მძლავრად შეუძლია ოპერირება.


„ამ ეტაპზე, მისი სუბსიდირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს განიხილებოდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთთან შეწყდა პირდაპირი ფრენა. მაშინ დაზარალდა არა მხოლოდ ,,ჯორჯიან ეარვეიზს”, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკა და ტურიზმი. იმ ეტაპზე ჩვენ ვიხილავდით სუბსიდირების თემას, თუმცა ახლა აღარ ვიხილავთ.


მიუხედავად ამისა, ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას. მაგალითად, ,,ჯორჯიან ეარვეიზს” წლების განმავლობაში დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და “საქაერონავიგაციის” მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რაიმე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება“, – განაცხადა თურნავამ.


რეალურად რაში მდგომარეობს Georgian Airways-ის პრობლემები, ხომ არ არის ეს გამოწვეული „ტავ ჯორჯიას“, თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის მხრიდან იმ სატარიფო პოლიტიკით გამოწვეული, რომელიც მუდმივადაა კრიტიკის საგანი, უკავშირდება თუ არა ეს სახელმწიფო პოლიტიკას ან, Georgian Airways-ის მენეჯმენტს, ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და ამაზე კომპოტენტური, არგუმენტირებული პასუხები ჯერ არ გაცემულა. მხოლოდ არგუმენტების გაცვლის და პინგ-პონგის რეჟიმია და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი კითხვითი ნიშნები ჩნდება.


აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებზე ორიენტირებული არ არის. ეს აეროპორტი სახელმწიფო მფლობელობაშია, განსხვავებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან, რომელიც კერძო კომპანია მართავს. სახელმწიფო კონკურნციას ვერ შეზღუდავს და აქ ავიაკომპანიებს შემოსვლას ვერ აუკრძალვს, თუმცა სახელმწიფოსვე ვალია შექმნას თანაბარი კონკურენტული გარემო, სადაც ავიაკომპანიები ერთმანეთს საკუთარი რესურსებით, ხარისხითა და ფასით გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. თუმცა, ავიაბაზრზე გარკვეულ პრეფერენციებს მაინც აქვს ადგილი, როგორც ქუთაისის აეროპორტებში მოოპერირო კომპანიების მიმართ, ასევე Georgian Airways-ის მიმართაც, რისი მაგალითიც 20 ივნისის მოვლენების შემდგომ, სახელმწიფოს მხრიდან Georgian Airways-ზე გაცემული სუბსიდირებაა. მაშ რაშია საქმე? ხომ არ მიმდინარეობს ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან მეტი სუბსიდირების მოპოვების თაობაზე, თუ ხელისუფლება რომელიმე ავიაკომპანიას მიზანმიმართულად ჩაგრავს? ეს კითხვები არსებობს, რაზეც არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხების გაცემაა საჭირო.


„ჰაბ ჯორჯიას” თანადამფუძნებელი, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ავიასექტორში აუცილებელია რეფორმების გატარება, რაც სისტემურ და მტკივნეულ ცვლელებებს გამოიწვევს. მისივე თქმით, ყველა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა მიდის ჯანსაღი კონკურენციის შექმნისაკენ და არ უნდა არსებობდეს პრეფერენციები.


„არ არსებობს საქართველოში ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ არ გვაქვს ხედვა და გეგმა, ამის შედეგია დღეს ეს გაურკვევლობა, უნდა ხდებოდეს თუ არა საერთოდ დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და თუ ხდება რატომ მხოლოდ უცხოურ კომპანიაზე და არა ქართულზე? ყველა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა მიდის ჯანსაღი კონკურენციის შექმნისაკენ. არ უნდა არსებობდეს აქ პრეფერენციები. ერთი კომპანიის მხარდაჭერა ბუნებრივად იწვევს იმის დაზარალებას ვისაც არ ეხმარებიან. სუბსიდირება ან ყველასათვის უნდა იყოს, ან არავისათვის.


თუ ფინანსდება ,,ვიზიარის” ქუთაისი-ვენა, რატომ არა ,,აირზენას” თბილისი-ვენა? მით უფრო, რომ აქ საქმეში “ტავ ჯორჯიაცაა”, სადაც უამრავი კითხვის ნიშნებია. დღეს დედაქალაქის აეროპორტი არის ძალიან ძვირი. ამდენად ,,აირზენას” გულისწუხილი ამ კუთხით მართებულია. თუ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, იქ აკრძალულია ნებიმისმიერი კომპანიის სუბსიდირება. ამისათვის კარგი შემთხვევაა ,,ეარ ფრანსის” მიერ მოგებული საქმე, როცა ,,რაინეარს” 20 მილიონის დაბრუნება მოუწია საფრანგეთის ხაზინაში, სწორედ დაფინანსების ამ უხეში ფორმის გამო. იგივე მოხდა ,,ეარ ესტონიას” შემთხვევაშიც.


აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, დაფინანსებას გასცემს თუ არა ,,არზენაზე” მას გვერდში უდგას, როცა დავალინების გადანაწილება სჭირდება, ეს ნამდვილად ასეა და საერთაშორისო არბიტრაჟიც მგონია, რომ არასოდეს იტყვის, სახელმწიფომ ვინმე დააფინანსოსო. ეს არ არის ევროპული მიდგომა, შორს დგას მათი მსოფლმხედველობისაგან.


რაც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მე პოზიტიური მესიჯები დავინახე ,,აირზენას” მიმართ, მაგრამ ეს ვერ იქნება საკამირისი რადგან ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება რატომღაც ფრთხილობს და ეშინია რეფორმების გატარება, რაც სისტემურ და მტკივნეულ ცვლელებებს ეხება, არადა ეს აუცილებელია”, – აცხადებს „რეზონანსთან“ „ჰაბ ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
ავიაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up