დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში  სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მოუსმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მოუსმინეს

access_time2019-05-28 21:00:52

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის დამოუკიდებლობის და დიასპორის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მცხოვრები ქართველები იღებენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დიასპორა, მით უფრო მალე გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.



მისი განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ქართულ დიასპორასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის არაერთი ნაბიჯი იდგმება.



მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დიასპორის საკთხებზე, გამოწვევებზე და შეთავაზებებზე იმუშავებს.



„ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი და შევთავაზოთ დიასპორას, რომელიც მეტად მისცემს მათ საშუალებას, იყვნენ ჩვენი ეკონომიკის მაგენერირებელი. ჩვენ კარგად გვესმის თუ რა დიდ როლს ასრულებენ ისინი ქართული ეკონომიკის განვითარებაში, და სწორედ ამიტომ გვინდა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი და სერვისი, რომელიც გაუადვილებს მათ ინვესტირებას ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.



დღეს, კომიტეტმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს, მიხეილ ხიდურელს მოუსმინა.



მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს .პროგრამით - „აწარმოე საქართველოში“ გათვალისწინებულ პროექტებში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და დაბრუნებული მიგრანტების ჩართულობის, არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ძირითად მიმართულებებზე, გამოწვევებსა და ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.



მისი განცხადებით, სააგენტო ბიზნესის ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდაჭერის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას.



მისივე თქმით, სააგენტოს პროგრამები სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები მიაწოდა. მისი თქმით, ყველა ამ მიმართულებით ქართული დიასპორის როლი ძალიან დიდია და იგეგმება მათთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება.



მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო გეგმავს პოტენციური დიასპორული ინვესტორების ბაზის შექმნას, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და ბაზის მონაცემები მიეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და სააგენტოს საინვესტიციო დეპარტამენტს.



„ჩვენ ამ ბაზის შექმნით გვექნება მუდმივი კავშირი უცხოეთში, რადგან ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ისინი მზად არიან, რომ საქართველოსთან რამე ტიპის აქტივობა აწარმოონ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.



იგეგმება დისაპორასთან ურთიერთობების გააქტიურება, მათთან სისტემატიური კომუნიკაცია და მათთვის არსებული სიახლეების, პროექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.



სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის დაიგეგმოს ღონისძიება საქართველოში, სადაც ისინი ჩამოვლენ და ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან მიიღებენ სრულ ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს.



„ამასთან, უფრო მნიშვნელოვანია მათი მოსმენა. ყველა წარმატებულ ქართველს უცხოეთში აქვს თავისი ისტორია, იდეები და ინიციატივები, რომლის მოსმენის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად მათზე მორგებული ახალი პროგრამები შევქმნათ და პირდაპირ ვილაპარაკოთ კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.



სააგენტოს ხელმძღვანელმა პროგრამის ფარგლებში დიასპორული პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენების და ამ მიმართულებით სპეციალური პროექტების შესახებ კომიტეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.



„ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა, ვფიქრობ, საჭიროა დამატებით ვიმსჯელოთ ამ პროექტებზე. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მოვამზადოთ და განვიხილოთ საკითხები სამუშაო ვითარებაში უწყებათაშორისი კომისიისთვის“, - განაცხადა სხდომის დასასრულს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.







იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up