„განაჩენი კოვიდ19“ -  პაციენტები მძიმე ისტორიებით

„განაჩენი კოვიდ19“ - პაციენტები მძიმე ისტორიებით

access_time2021-11-25 14:00:04

კლინიკებიდან გაწერილი პაციენტების უმეტესობა სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და გაწეული სერვისის ხარისხზე ჩივის. მათზე, რომლებსაც  არ გაუმართლათ და საავადმყოფოში დაიღუპნენ, ოჯახის წევრები გაუგონარ ამბებს ჰყვებიან  რა გზა გაიარეს ინფიცირებულებმა  ჰოსპიტალიზაციიდან სიკვდილამდე.



ბევრი ისტორია ერთმანეთს ჰგავს. მიზეზი შეიძლება სხვადასხვაა, მაგრამ ამ ყველაფერს მივყავართ სისტემურ პრობლემამდე, რაც დღეს ჯანდაცვის მენეჯმენტშია. ადამიანები ხშირ შემთხვევაში იღუპებიან იმის გამო, რომ ექიმებს არ აქვთ დრო, ყველა პაციენტს გაწვდნენ, ქვედა რგოლს კი ამ საშიშ ვირუსთან გასამკლავებლად კომპეტენცია არ ყოფნის,  არასწორი მკურნალობის შედეგი კი პაციენტებისთვის ხშირად ლეტალურია.



სულ ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის  მკვიდრმა მაყვალა მამისაშვილმა დედა დაკარგა. ელენე ქუმსიაშვილი 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა მცხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში. კლინიკიდან გამოწერილმა პაციენტმა 1 დღეც ვერ იცოცხლა, ის მშობლიურ სახლში გარდაიცვალა.



მაყვალა მამისაშვილა:  „მიმდინარე წლის ოქტომბერში მე და ჩემი ოჯახის წევრებს კოვიდ19 დაგვიდასტურდა. რამდენიმე დღის განმავლობაში გვქონდა მაღალი ტემპერატურა, სუსტად ვგრძნობდით თავს, მაგრამ დროულად არავინ გამოგვეხმაურა. ოჯახის ექიმს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოუკითხავს. სასწაულად გადავურჩით სიკვდილს, თუმცა დედას არ გაუმართლა. 3 კვირა იწვა საავადმყოფოში. ტელეფონით ვუკავშირდებოდი, ხან რატომღაც ამის საშუალებაც არ მქონდა. მკურნალობდა ცუდ პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ გააგიჟეს ადამიანი, ხელებით ჰყავდათ საწოლზე დაბმული, ძალიან ცუდად ექცეოდნენ. უკეთდებოდა სისხლის გამათხელებელი, ე.წ ,,კლექსამი“, ეტყობა, ჭარბი დოზა მოუვიდათ. როცა სანახავად მივედი,  მკლავები და მუცელი სულ დაშავებული ჰქონდა, პირი - სისხლით სავსე,  უკვე ცუდად იყო.  კოვიდი გადატანილი აქვსო, გვითხრა ექიმმა, მაგრამ არასწორი მკურნალობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმეს. ექიმი გვარწმუნებდა, საშუალოდ არის, გამოკეთდაო, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტად დამძიმდა, სახლში წამოვიყვანეთ და იმ ღამესვე გარდაიცვალა, ერთი დღეც ვერ იცოცხლა ამ სასტიკი და ჯოჯოხეთური ,,მკურნალობის“  შემდეგ. ახლაც სტრესში ვართ, რომ ვიჩივლო, ვერც ამის აზრს ვხედავ, რადგან გამიჭირდება ამ ფაქტების დადასტურება, ადამიანი გარდაიცვალა და ამ ყველაფერს უკვე აზრიც არ აქვს, თუმცა ძალიან მინდა, რომ  ამ სასტიკი შემთხვევის გამო ექიმი მკაცრად დაისაჯოს“.




კიდევ ერთი ყოფილი პაციენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა,  ,,კომერსანტთან“ ჰყვება, რა მძიმე პირობებში უწევდა პაციენტებით გადატვირთულ კლინიკაში ყოფნა, სანამ შუამავლის დახმარებით მისთვის ადგილი მოიძებნებოდა.



„თავდაპირველად სახლში გავდიოდი მკურნალობის კურსს, მაგრამ  ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ელემენტარული ყურადღებაც არ მექცეოდა, სანამ ახლობელთან არ დავრეკე და არ ვითხოვე დახმარება. მერე, როგორც იქნა, ცოტა ყურადღება დამითმეს. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ვინმე გულგრილობაში დავადანაშაულო, სურვილი ალბათ იყო, მაგრამ ექიმები ვერ ახერხებდნენ, რომ ყველასთვის ყურადღება მიექციათ, ყველა პაციენტს ვერ გასწვდნენ. მე გამიმართლა იმით, რომ პატრონი მყავდა და მიმკურნალეს, ამის შესაძლებლობას ბევრი პაციენტი მოკლებულია.  ჩემი აზრით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც ამით არის გამოწვეული, ადამიანები და ექიმებიც ჯოჯოხეთს გადიან კლინიკებში, მძიმე სურათის მოწმე გავხდი, საბედნიეროდ გადავრჩი, რათა ეს ყველაფერი მოვყვე“, - ამბობს ყოფილი პაციენტი ,,კომერსანტთან“.



ფაქტს, რომ პანდემიის მართვისას შეცდომებია დაშვებული, სპეციალისტებიც აღიარებენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ცნობილი მედიკოსი ჩვენთან ამბობდა კიდეც, რომ პაციენტების გარკვეული ნაწილი მოკვდა მხოლოდ იმის გამო, რომ საავადმყოფოებში არასწორად უმკურნალეს. რა არის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ალბათ, ოდესმე გაირკვევა... ამასობაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში ახალი სტატისტიკის გაცნობა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის.



25 ნოემბრის მონაცემით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


გარდაიცვალა 57 პაციენტი. სულ კოვიდ პანდემიას საქართველოს 11 736 მოქალაქე ემსხვერპლა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up