დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-05-20 23:55:48

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

1. SWIFT, სანქცირებული რუსული ბანკები და საქართველო

SWIFT არის ორგანიზაცია, რომელიც 1973 წელს ბელგიაში დაარსდა და სისტემა 11 000-ზე მეტ საფინანსო დაწესებულებას ემსახურება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. SWIFT-ის მეშვეობით დღეში 40 მლნ-მდე გადარიცხვა ხორციელდება.

 

 

2. გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება.

 

 

3. Contact-დან და Unistream-დან საქართველოში ფულადი გზავნილების განაღდება შეჩერებულია

საერთაშორის გზავნილების სისტემა Contact-დან და Unistream-დან საქართველოში ფულადი გზავნილების განაღდება შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ „თიბისი“ ბანკის საინფორმაციო სამსახურში უთხრეს, მიზეზი გზავნილების სისტემების მხრიდან ლიმიტის ამოწურვაა.

 

 

4. ფუტკრების ,,სადამტვერვო სამუშაოებისთვის“ მეფუტკრეები გადასახადს ითხოვენ

ქართველი მეფუტკრეები ამბობენ, ხილის და სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდაში დამტვერვის პროცესი მთავარია, მაგრამ  საქართველოში  ფუტკრის ამ ,,ღვაწლს“ არავინ აფასებს. გარკვეულ გასამრჯელოს სექტორი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებისგან ითხოვს, ამასთან განიხილება სუბსიდიაც...


 

 

5. „ვის სჭირდება შენი სირბილი?“. ბოტასი – კრიპტოვალუტა, თუ ფინანსური პირამიდა

„ბოტასები არის ძალიან კარგად შენიღბული ფინანსური პირამიდა“ – ასე აფასებს საქართველოში პოპულარულ ე.წ. კრიპტოვალუტას ეკონომისტი კონსტანტინე მოსიძე, რომელიც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ იმყოფებოდა სტუმრად.

 

 

6. 2007 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი ბათუმში, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა

2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 … 2021, 2022 – ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მთელი ეს წლები, ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

 

7. პანდემიის განმავლობაში საქართველოში 1000 ტონამდე სარეალიზაციო თაფლი დაგროვდა

თაფლის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ქართველი მეფუტკრეების დიდ ნაწილს რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც უჭირს. როგორც კომპანია ,,მეთაფლიას“ დამფუძნებელი, მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, წლობით დაგროვილი მარაგი დაახლოებით 1000 ტონამდეა.

 

 

8. თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს

ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა.

 

 

9. იპოთეკური სესხების მოცულობა 34%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

1-17 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ მოიმატა 2021 წელთან შედარებით და 34%-ს გაუტოლდა. აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ახალ მიმოხილვაში.

 

 

10. Forbes: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მაისში 64%-ით შემცირდა

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მაისში 64%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადეს უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up