დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-28 21:00:28

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა

ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.

 

 

2. 1-ლი იანვრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ქონება $75 მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქონება 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 1.2%-ით, $75 მილიონით შემცირდა.

 

 

3. საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირებისთვის მეტი უცხოური ინვესტიციაა საჭირო

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით ანუ 27%-ით, 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, მატებამ კი 29% შეადგინა.

 

 

4. სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა გეგმური ამბოლატორიული მომსახურება შეზღუდა


„შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პრიორიტეტი კოვიდ-ით ინფიცირებული დაზღვეულების მართვაა, ამიტომ სიტუაციის დასტაბილურებამდე დროებით იზღუდება იმ გეგმიური სერვისების მიწოდება, რომელთა გადავადებაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

 

 

 

5. წიგნი - როგორც ბრენდი საქართველოსთვის

რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს წიგნმა არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ ქვეყანას, როგორც ბრენდმა და რა ადგილი შეიძლება დაიკავოს წიგნმა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში — ამ თემაზე სასაუბროდ რადიო „კომერსანტის“ გადაცემის „ბრენდი საქართველო“ ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ გამომცემელი მამუკა ხანთაძე მიიწვია.

 

 

6. გზავნილებზე სახიფათო დამოკიდებულება იზრება - ინვესტიციები აღარ შემოდის

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო პერიოდში ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება გზავნილებზე სახიფათო დამოკიდებულებაც. 2015 წლის შემდეგ გზავნილების წილი მშპ-ს ფორმირებაში 9.8%-დან 13.3%-მდე გაიზარდა.

 

 

7. 6 დღეში ზარალი $846 000 - Myway Airlines-სა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის დავა გრძელდება

ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს, პრობლემების მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს, თუმცა როგორც კომპანიის იურისტი თამარ მამფორია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 6-დღიანი გაჩერების პერიოდში, გარანტირებული შემოსავალი ერთ დღეზე 141 000 აშშ დოლარი კომპანიამ უკვე იზარალა.

 

 

8. ტყავის შემცვლელი ხურმისგან - ესპანური კომპანია წარმოებას იწყებს

ვალენსიური კომპანია Laserfood ესპანეთში პირველ საწარმოს აამუშავებს, რომელიც ცხოველური ტყავის ვეგანურ შემცვლელს გამოუშვებს. ტყავის შემცვლელის ნედლეული ხურმა იქნება. ამის შესახებ პორტალი agroinformacion.com წერს.

 

 

9. ფერადი ბოსტნეულის ბიომეურნეობა შემოდგომიდან ბაზარზე ახალ სერვისს დანერგავს

იასამნისფერი კარტოფილი, შავი და იასამნისფერი სტაფილო, შავი პომიდორი და სხვა მრავალფეროვან ბოსტნეულს ნიკა ბაგალიშვილი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ჰყიდის. მისი პროდუქტი დედაქალაქში ხილბოსტნეულის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება.

 

 

10. საქართველოს ავიაბაზრის მოთამაშეების რეიტინგი დატვირთულობის მიხედვით – TOP-10 ავიაკომპანია

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებადი ავიაკომპანიებიდან 2021 წელს ყველაზე მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Buta Airways-მა აჩვენა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up