დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-25 21:00:12

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.

 

 

2. საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში ერთი ქულა დაკარგა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშიროსი გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

 

 

3. ფოთის თიზ-ში 2022 წელს 3 ახალი საწარმო გაიხსნება

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე „კომერსანტთან” 2022 წლის გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მიმდინარე წელს არაერთი ახალი პროექტი იგეგმება, მათ შორის 6000 კვ.მ საწარმოო ფართში განთავსდება ტექსტილის საწარმო, რომელის ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება 2022 წელს.

 

 

4. მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება


სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ შეძლონ კოვიდპაციენტების მართვა.

 

 

5. საქართველოს ენერგოდეფიციტმა 2001-2021 წლებში $17 მლრდ-ს გადააჭარბა

2001-2021 წლებში საქართველომ ექსპორტზე სულ $1.066 მლრდ-ის ელექტროენერგია, ნავთობი, ნავთობპროდუქტი, ბუნებრივი გაზი და ქვანახშირი გაიტანა, იმპორტში კი 1635%-ით მეტი - $18.501 მლრდ გადაიხადა.

 

 

6. 2020 წელს TAV Georgia-ს მოგება 90%-ით შეუმცირდა

კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს TAV Georgia-ს შემოსავალმა 64,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 195,8 მლნ ლარით (75%) ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით (260,6 მლნ ლარი).

 

 

7. 2021 წელს თბილისის გარეუბნებში უძრავი ქონება $200-ით გაძვირდა

პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარი შეცვალა. როგორც სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, მშენებლობის თვითღირებულება 35-40%-ით გაძვირდა, რაც ბინის ფასებზეც აისახა.

 

 

8. ქართული ბანკების აქტივებმა 60,6 მილიარდს მიაღწია

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 60,568,300,000 ლარს მიაღწია. აქტივები წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 1 მლრდ ლარით გაიზარდა.

 

 

9. ტექინსპექტირება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა  ,,კომერსანტს“ აცნობა, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 54 000 ერთეული რეგისტრირებული ავტობუსი და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 1602-ს ჰქონდა გავლილი. 

 

 

10. საქართველოს ბანკს ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

საქართველოს ბანკის გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up