დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-20 21:00:32

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება.

 

 

2. 2021 წელს მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა 10-15-ჯერ გაიზარდა

2021 წელს ბიზნესის მხრიდან მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით,  დაახლოებით  10-15-ჯერ გაიზარდა. ხოლო მოსახლეობის მხრიდან უცვლელად ერთ დონეზე დარჩა.

 

 

3. სავაჭრო ცენტრებს შორის 2020 წელს მომგებიანი მხოლოდ „ლილო მოლი“ იყო

შოპინგი, კვება, გართობა და სერვისი - ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში სავაჭრო ცენტრების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. მულტიფუნქციური სივრცეები, რომელიც სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ საჭიროებებზეა მორგებული მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

4. ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა


2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია.

 

 

5. თბილისში მიკროავტობუსის 76 სამარშრუტო ხაზი იფუნქციონირებს

20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

6. შპს ,,ქართული მწვანილის“ წარმოება 2021 წელს 25%-ით შემცირდა

კომპანია ,,ქართული მწვანილის“ წარმოება და რეალიზაცია გასულ წელს 25%-ით შემცირდა.  ამის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი, მეწარმე ჯუმბერ ბელთაძე პანდემიურ მდგომარეობას,  განსაკუთრებით სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ პრობლემას  მიიჩნევს.

 

 

7. ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

 

8. საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე.

 

 

9. 2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა

2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

10. „ქიმერიონის“ 49%-იანი წილით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქიმერიონის“ 49%-იანი წილის შესყიდვით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ. კომპანიის წილი 20 მლნ დოლარად იყიდება, ინვესტორს კი „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up