დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-14 21:00:04

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურება საქართველოს წელს $1 მლრდ-ზე მეტი უჯდება

სამთავრობო სექტორს ერთ წელიწადში ან ნაკლებ დროში სულ გადასახდელი აქვს ძირის და პროცენტის სახით 404 მლნ დოლარზე მეტი, ეროვნულ ბანკს 18 მლნ დოლარზე მეტი, სახელმწიფო კომპანიებს კი 613 მლნ დოლარამდე.

 

 

2. 104 077 ლარის სავაჭრო სესიები და არალიკვიდური ბაზარი - საფონდო ბირჟის 2021 წელი

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. 2021 წელს სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 14 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 176 775, ხოლო ღირებულებამ 104 077.71 ლარი შეადგინა.

 

 

3. რატომ ვერ სარგებლობენ მცირე მარნები სამთავრობო მარკეტინგული პროგრამით

მცირე მარნების მფლობელების ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე გასვლასა და მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართვას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზად ისინი  მთავრობის მხრიდან უცხოურ ორგანიზაციებთან არასრულფასოვან კომუნიკაციას მიიჩნევენ.

 

 

4. ყაზბეგის გენგეგმაზე 2019 წელს დაწყებული სამუშაო დღემდე დაუსრულებელია


ლამაზი ხედების, თბილისთან და განსაკუთრებით გუდაურთან სიახლოვის გამო დაბა სტეფანწმინდა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. საკმაოდ დიდი პოტენციალის მიუხედავად, დამსვენებლებს ადგილზე მხოლოდ 1 მაღალი კლასის სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi ხვდებათ.

 

 

5. ექსპორტის მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით $4.242 მლრდ-მდე, იმპორტი 25.1%-ით $10.077 მლრდ-მდე, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 25.6%-ით $14.319 მლრდ-მდე გაიზარდა.

 

 

6. რა რეალური შესაძლებლობებია წელს ტურიზმის აღდგენისთვის

დიდი მოლოდინების მიხედვით, წელს ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.

 

 

7. ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ბაკურიანში, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეკრეაციული პარკი 2022 წლის ტურისტულ სეზონსაც მოუმზადებელი ხვდება.  უნიკალური ლანდშაფტის მქონე ტურისტულ ობიექტზე ინფრასტრუქტურა  3 წელია ვერ მოეწყო.

 

 

8. კრაფტ მეწარმეობის აკადემია ონლაინ პლატფორმაზე გადავა

კრაფტ მეწარმეობის აკადემია მსურველებისთვის ინფორმაციულ სწავლებას დისტანციურად ატარებს. აქტიურად მიდის მუშაობა, რომ კრაფტ მეწარმეობის აკადემია სამომავლოდ ონლაინ პლატფორმად გადაიქცეს.

 

 

9. ჩინეთის მიმართულება თურქეთმა და ევროპამ ჩაანაცვლა - როგორ შეიცვალა ფასები ამანათებზე

2020 წელთან შედარებით ამანათებზე ფასები გაიზარდა თითქმის ყველა მიმართულებით, თუმცა მატება ყველაზე მასშტაბური ჩინეთიდანაა. 2020 წელს თუ 1 კგ 1.5 დოლარი ღირდა, 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე 9 დოლარი იყო. დღეის მდგომარეობით კი 12.5 დოლარია.

 

 

10. ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნიკელს აძვირებს

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ბირჟებზე ნიკელის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს - 1 ტონაზე $22 745-ს მიაღწია. ამ ლითონის ფასს ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატების მოლოდინი ზრდის, რადგან ამ მანქანების მთავარ დეტალში - ბატარეაში - ნიკელი დიდი რაოდენობით გამოიყენება. დღევანდელი ფასი რეკორდულია 2011 წლის შემდეგ.

 





2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up