დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-15 21:00:23

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „კრისტალმა“ ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დაასრულოს - ინტერვიუ არჩილ ბაკურაძესთან

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ მომავალ წელს ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსოსთვის, რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა და გეგმავს თუ არა ორგანიზაცია სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმას, ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

 

2. განათლების სექტორში ხარჯი ბოლო 10 წელიწადში გასამმაგდა, ხარისხი - გაუარესდა

საქართველოში მიღებული ცოდნის ეფექტი არასაკმარისია იმისთვის, რომ გლობალური განათლების დონით დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწე პედაგოგ-მეცნიერების მიერ გაწეული ხარჯისა და შრომის უკუგება რეალურად ძალიან მცირეა.

 

 

3. თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 18-წლიან მინიმუმამდე მცირდება

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით  მასზე 12 მლნ-ით ნაკლები 918 მლნ იქნება გამოყოფილი. მშპ-სთან მიმართ კი კიდევ უფრო მეტად 1.4%-მდე კლებულობს, რაც 18 წლიანი მინიმუმია. რეგიონში ისედაც ყველაზე დაბალბიუჯეტიანი არმია ნეგატიურ სტატუსკვოს მომავალ წელსაც შეინარჩუნებს.

 

 

4. 9 თვეში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ბოლო 1.5 წლის ინვესტიციებს 81%-ით გადააჭრბა


ფულადი გზავნილების მოცულობა სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8%-ით $210 მლნ-მდე გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში კი ჯამში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი თანხები 27.8%-ით $1.7 მლრდ-მდე გაიზარდა.

 

 

5. ზეთზე  მაღალი ფასი მომავალ წელსაც შენარჩუნდება

წლის ბოლომდმდე აგრარული პროდუქტების გაძვირების ახალ ტალღას ელიან. პროცესი პანდემიის პარალელურად, თითქმის 2 წელია, რაც უცვლელად მიმდინარეობს. თუმცა ზეთი ერთ-ერთია საკვებ პროდუქტებს შორის, რომელიც თავისი ფასით მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

 

 

6. 2020 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა ღირებულებამ 1779,2 მლნ. ლარი შეადგინა

2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. აქედან უდიდესი ნაწილი (76,6%) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 8,8% მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,6% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

 

 

7. არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.7 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 20.9 მილიარდი ლარია.

 

 

 

8. კომპანია „მაიჯიპიესი“თბილისში ავტობუსის 150 მოსაცდელს დაამონტაჟებს

დედაქალაქში ავტობუსის 150 ახალი მოსაცდელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დედაქალაქში მოსაცდელებს შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანია „მაიჯიპიესი“ დაამონტაჟებს.

 

 

 

9. Le Monde: რუსეთი - მდიდარი ქვეყანა ღარიბი მოსახლეობით

პანდემიური 2020 წლის გარდა, რუსეთის ბიუჯეტი მკვეთრად გამოხატულად პროფიციტური ან დაბალანსებულია, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან შესაშურ 18% არ აღემატება, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $618 მლრდ-ს მიაღწია - ეს თანხა ქვეყანას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში 2 წელი ეყოფა.

 

 

 

10. ჯო ბაიდენი საწვავის გაძვირების გამო რეიტინგს კარგავს

ამერიკის პრეზიდენტი ამომრჩეველთა მხარდაჭერას კარგავს - ამ დროისთვის მისი რეიტინგი 38%-ს არ აღემატება. ამის ახსნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ჩავარდნებით შეიძლება, თუმცა, მთავარი ფაქტორია ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება ქვეყანაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up