დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. საგარეო ფაქტორები, სუბსიდირების პროგრამა, Covid 19 - ვის ბრალდება ორნიშნა ინფლაცია
ინფლაცია შემდგომ თვეებში გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან შემცირდება, - ასეთ პროგნოზს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ამაში მთავარი დამნაშავე 2020-2021 წლებში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა არის.
2. ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ - Myway Airlines-მა ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კიდევ ერთი დავა დაიწყო. Myway Airlines-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი 8 დეკემბერს შეიტანა.
3. კარფურმა 2020 წელი 34 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა
კარფურმა 2020 წელს საქართველოში 1 ჰიპერმაკეტი და 21 მცირე ზომის სუპერმარკეტი გახსნა, თუმცა გაყიდვებისგან მიღებული შემოსავალი 1 მლნ ლარით 473 მლნ-მდე შეუმცირდა, ფინანსური ზარალი კი ასევე 1 მლნ-ით 33.5 მლნ ლარამდე გაეზარდა.
4. 150-დან 62 დეპუტატი ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიშის თანახმად მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები არადეკლარირებული ბიზნესსაქმიანობებით არიან დაკავებულები და მათ კონკრეტული ბიზნესინტერესები ამოძრავებთ.
5. „მწვანე პასპორტებს“ სასტუმრო ლოპოტასა და უშბაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია
ქვეყანაში „მწვანე პასპორტების“ სქემა 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს, თუ როგორ აისახა აღნიშნული რეგულაცია სასტუმრო ბიზნესზე, ამის დასადგენად „კომერსანტი“ სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტს“ და მესტიაში სასტუმრო „უშბას“ დაუკავშირდა.
6. რით არის მიმზიდველი საქართველო ევროპელი ინვესტორებისთვის
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიდიდით პირველ სამეულს ევროკავშირის ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი ინაწილებენ.
7. ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით 51 რეისს ამატებს
მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების სიხშირეს გაზრდის.
8. სანქციების შიშით ბელარუსის ბანკები SWIFT-ის რუსულ ანალოგში ჩაერთნენ
ფინანსური შეტყობინების გადაცემის რუსულ სისტემას ბელარუსის ყველა ბანკი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
9. სომხეთიდან ესტონეთამდე - რა მდგომარეობაშია ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ეკონომიკები 30 წლის შემდეგ?
1990 წელს, დაშლამდე მცირე ხნით ადრე, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იყო. მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში 4.6%-ს შეადგენდა, დღეს კი ყოფილი სსრკ-ს 15 რესპუბლიკის ჯამური მაჩვენებელია 2,6%.
10. უმსხვილესი რუსული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
8 დეკემბერთან შედარებით უმსხვილესი რუსული ფინანსური ინსტიტუტის ფასიანი ქაღალდები 1,5%-ით გაიაფდა, პრივილეგირებული აქციების ღირებულება 1,3%-ით შემცირდა.