დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-14 21:00:33

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. საპენსიო ფონდს ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურება გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე საქართველოს ბანკის - ლევან სურგულაძე

საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება. მხარეებს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 1-ელ ოქტომბერს მოეწერა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საპენსიო სააგენტოს ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში შეუძლია ინვესტირება.

 

 

 

2. ქართულ სოფლებს ყველაზე მეტად ინტელექტუალური მხარდაჭერა სჭირდება

სასურსათო თვითუზრუნველყოფა, ხარისხი და ტექნოლოგიური განვითარება მთავარი პრობლემებია, რაც აგროსექტორის გამოწვევებს შორისაა. ამ ჩამორჩენის მიზეზად სპეციალისტები ინოვაციების სიმცირეს მიიჩნევენ. აჭარის რეგიონში მცხოვრები ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე სოფლის მეურნეობის საჭიროებებს კარგად იცნობს. ამბობს, რომ  ინტერელექტუალური მხარდაჭერა არსებულ  პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს.

 

 

3. „გალერია თბილისმა“ 2020 წელი 49.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა

2020 წელი განსაკუთრებით წამგებიანი სავაჭრო ცენტრებისთვის აღმოჩნდა. ისინი ორივე ლოქდაუნის დროს დაკეტეს, რის გამოც ყველა მათგანი ზარალზე გავიდა. მაშინაც კი, როცა ვაჭრობა დაშვებული იყო, რეგულაციების გამო ხარჯები 2019 წლის მაჩვენებლებს აჭარბებდა.

 

 

4. ბებიის რეცეპტით დამზადებული სვანური მარილი დახლებზე ,,ხელედის“ ბრენდით გამოჩნდება

ვლადიმერ გაზდელიანის  და მისი მეუღლის თამარ ხვედელიძის მიერ ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური მარილი  ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. როგორც ,,კომერსანტთან“ მეწარმე ვლადიმერ გაზდელიანი ამბობს, გადაწყვეტილი აქვთ,  წარმოება გააფართოვონ და დაფასოებული პროდუქტი სავაჭრო ობიექტებშიც შეიტანონ.


 

 

5. Apple შემოდგომაზე კიდევ ერთ პრეზენტაციას გამართავს: როდის და რას წარმოადგენენ

Apple-მა მოსაწვევები გაავრცელა, რომლებშიც შემდეგი პრეზენტაციის თარიღია დასახელებული - კომპანია გაჯეტების საფირმო სიახლეებს წარმოადგენს. ამ შემოდგომის მეორე ღონისძიება 18 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და მისი ტრანსლირება კომპანიის ვებგვერდზე განხორციელდება.

 

 

6. „ბაზარი ორბელიანზე“ იხსნება

ახალი სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“ იხსნება. როგორც სავაჭრო ცენტრის  ადმინისტრაცია  სოციალურ  ქსელში წერს, “ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული კონცეფციით ბრუნდება.

 

 

7. 2021 წლის 9 თვეში 2020 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 7,77%-ით შემცირდა

2021 წლის 9 თვეში 2020 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 7,77%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 31,18%-ით შემცირდა.

 

 

 

8. „საამური“ - ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელი გემო

„საამური“ ბუნებრივი ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში „საამურს“ და მის გუნდს სახელი მალევე გაუვარდა.

 

 

 

9. Forbes: რატომ გავარდა ბილ გეითსი უმდიდრეს ამერიკელთა სამეულიდან?

ყველაზე უარესი 30 წლის მანძილზე - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ბილ გეითსის პოზიცია Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში. Microsoft-ის დამაარსებელი 90-ანი წლებიდან ამ სიაში პირველ, ან მეორე ადგილზე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დრო წავიდა - ამჯერად ის სამეულშიც კი ვერ მოხვდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

 

 

 

10. Deutche welle: როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

ევროკავშირში ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სულ უფრო შფოთავენ. 13 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მისაღები ზომები, რომლებმაც ფასების ზრდის შედგები უნდა შეარბილონ და ასევე ენერგოსისტემა უფრო მდგრადი გახადონ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up