დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-08 21:00:12

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 169 000-ზე მეტ ადამიანს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა

ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10.5%-მდე გაიზარდა, რითაც 169 000-ზე მეტ ადამიანს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა.

 

 

2. 3-ჯერ მეტი - მილიონამდე „მწვანე ბარათის“ მსურველი და ქვეყნიდან გაქცევის რეკორდული სტატისტიკა

ბოლო 9 წელში საქართველოდან „მწვანე ბარათის“ მიღების მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, თუ ხელისუფლების შეცვლის წელს აპლიკაცია 49 276 ადამიანმა შეავსო, 2020 პანდემიურ წელს ეს რიცხვი 141 693-მდე, ხოლო 2021 წელს 112 464-მდე გაიზარდა.

 

 

3. პრემიერის დაპირებული 6%-იანი ზრდით, მისივე დანაპირები ერთ სულზე $5500-იანი შემოსავალი ვერ მიიღწევა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2022 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს - $5500-ს მიაღწევს. პრემიერის დანაპირები რომ შესრულდეს, გაისად საქართველოს ეკონომიკა 15%-ით უნდა გაიზარდოს, მსგავსი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

 

 

4. SWIFT-დან რუსეთის გათიშვა საქართველოს ფულად გზავნილებს შეუმცირებს


რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეიძლება შემცირდეს, ხოლო მომსახურების საკომისო გაძვირდეს. ასეთი საფრთხე საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-დან რუსული ბანკების სავარაუდო გათიშვას უკავშირდება, რაზეც სამშაბათს CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

5. რას მისცემს საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა - ექსპერტების მოსაზრება

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენა, ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და ნდობის განმტკიცება -  ეს ის რამდენიმე საკითხია, რომელთა წარმატებით გადაჭრაში შესაძლო საქართველოს  დავოსის 2022 წლის იანვარში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა დაეხმაროს.

 

 

6. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

 

7. საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნიან

ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ  სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულტან დაკავშირებით საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ირანული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჯავად ჰედაათიმ განაცხადა.

 

 

8. საქართველომ მედეა, როგორც სამედიცინო ტურიზმის ბრენდი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს

რატომ ვერ ვითარდება სამედიცინო-რეკრეაციული ტურიზმი საქართველოში და შეიძლება თუ არა მედეას ქვეყანაში მედიცინა ბრენდის ერთ-ერთი სიმბოლო იყოს? — ამ თემებზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ რადიო “კომერსანტში“ თავის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიწვია.

 

 

9. ქართველმა დეპუტატებმა ამერიკელ კონგრესმენებს ნატოში სწრაფად გაწევრიანების ლობირება სთხოვეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც აშშ-ში იმყოფება, რესპუბლიკელ კონგრესმენებს, კინზინგერს, შაბოს, სისილინს და ბეიკონს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, მისი პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

 

 

10. ოლაფ შოლცმა ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობა დაასრულა

ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი ახალ კანცლერად აირჩია. მას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა, 303 კი წინააღმდეგი წავიდა. 63 წლის შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up