დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-07 21:00:01

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი ყოველთვიურად რეკორდული ინფლაცია ფიქსირდება.

 

 

2. „გარდაბანი გრუპ“ - ქართული პრემიუმ ღვინის წარმატებული ექსპორტიორი ინგლისის ელიტურ ობიექტებში

შუაგულ ლონდონში, მსოფლიოს უძვირესი ღვინოების ცნობილ მაღაზიაში სულ ცოტა ხნის წინ თავისი ნიშა ქართულმა ღვინომაც დაიკავა. ევროპის წამყვანი ბრენდების გვერდით ქართული ღვინოს წარმოჩენა, რომელსაც მსოფლიო ეს-ეს არის ეცნობა, საკმაოდ რთული საქმე იყო.

 

 

3. კოვიდ-საბჭომ “მწვანე პასპორტის” პირობებს არ გადახედა – რატომ დატოვეს საბჭო ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

 

4. “ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ“ - კალიფორნიის სასამართლოში პროცესი 24 იანვარს ჩაინიშნა


ქართული რეალობისთვის საქმის უპრეცედენტო ხასიათიდან და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, იურიდიულმა ფირმამ BLB-მ (ბიელბიმ), რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველია, ნეტფლიქსის წინააღმდეგ საქმის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია 7 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“-ში გაიმართულ პრეს-კონფერენციაზე გაავრცელა.

 

 

5. განათლების და ქეშის დეფიციტი - ბიზნესის ორი ძირითადი გამოწვევა პანდემიის პერიოდში

მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება.

 

 

6. 10 წლიწადში ნომინალური პენსია 140%-ით გაიზარდა, მსყიდველუნარიანობით - 60%-ით

პენსიის მკვეთრ ზრდას ხელს ორი გარემოება უშლის: დაბალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაში პენსიონერთა წილის ზრდა. თუ ღარიბაშვილის ნათქვამი გამართლდა და 2022 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, მაშინ 2013-2022 წლებში ჯამურ 37%-იან ზრდას მივიღებთ. რაც განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა.

 

 

7. საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა

ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

8. „კარგი იქნებოდა თავიდანვე 20%-ით მომხდარიყო დაბეგვრა“ - აფბა აზარტული თამაშების კანონპროექტზე

ახალი კანონპროექტის მიხედვით, აზარტული თამაშების სექტორში დაიბეგრება არა კომპანიების მოგება, არამედ მიღებული შემოსავალი.

 

 

9. რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ - „კონკრეტულ სეგმენტს, მომხმარებლები 20-40%-ით შეუმცირდა“

„ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში“,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

 

 

10. სპილენძის გაძვირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან

ბაზრის ანალიტიკოსები უახლოეს პერიოდში სპილენძის მნიშვნელოვან გაძვირებას პროგნოზირებენ და ამის მიზეზად ორ მსხვილ მომპოვებელ ქვეყანაში - ჩილეში და პერუში - მთავრობების ახალ საგადასახადო პოლიტიკას ასახელებენ.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up