დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-03 21:00:10

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს

ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით გაფორმებული, ასევე ელექტროენერგიის მომწოდებელ გიგანტ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები.

 

 

2. ციფრებს მიღმა - დასაქმებულთა რა ნაწილი დარჩა უმუშევარი სინამდვილეში

ოფიციალურ ინფორმაციას, რომ  შინამეურნეობების 5.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური,  სპეციალისტების ნაწილი არ იზიარებს. ისინი ფიქრობენ,  რომ ციფრებში ცდომილებაა.

 

 

3. ტრადიცია ახალი ხედვით - ზღვაში დაძველებული ქართული ღვინო

განსხვავებული გემოები და არომატები, გეოგრაფიული არეალები და მიკროზონები - უკვე 8 000 წელია, რაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია იწერება. თუმცა, ახალი ფურცელი უკვე გადაიშალა, ქვევრი ამფორამ შეცვალა, მიწა კი ზღვამ.

 

4. სამომხმარებლო ფასები ნოემბერში 12.5%-ით გაიზარდა

საქართველოში მეხუთე თვეა ორნიშნა ინფლაცია გრძელდება. 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 12.5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


 

 

5. MAI MAI GEORGIA – ფერფლიდან აღდგენილი წარმოება ვერც პანდემიამ შეაფერხა

მეწარმე მაია კაცაძეს რთულ პერიოდში უწევს საქმიანობა. ,,ბავშვთა სამყაროს“ ყოფილ მოიჯარეს მთელი ქონება ხანძრისას გაუნადგურდა. თუმცა საქმიანობა არ გაუჩერებია. დღესდღეობით იგი MAI MAI GEORGIA -ს  ბრენდით ქალისა და მამაკაცის ჩანთებს კერავს, ასევე საკურიერო ჩანთების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია საქართველოში.

 

 

6. ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოების ექსპანსია ქონების, სიცოცხლის და ავტო დაზღვევაში - მოზიდული პრემია ჯამურად სექტორის 41%-ს აჭარბებს

2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის ბანკების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 251 მლნ. ლარს აღემატება.

 

 

7. ლუკაშენკოს დილემა - აღიარებს თუ არა მინსკელი დიქტატორი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას?

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ირიბად უკვე აღიარა. საფრთხე, რომ მინსკი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობასაც აღიარებს, კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა.

 

 

8. ბიზნესსექტორის ბრუნვა 38.5%-ით გაიზარდა

ბიზნესსექტორის ბრუნვა 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.5%-ით 40.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 15%-ით 29 მლრდ ლარამდე გაიზარდა პროდუქციის გამოშვების მოცულობაც. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 

 

9. მოზიდული პრემიით და ბაზრის წილით ტოპ 5 სადაზღვევო კომპანიის შემადგენლობა 2020 და 2021 წლის 9 თვის მონაცმებით იდენტურია

მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის თვალსაზრისით სადაზღვევო ბაზარზე ტოპ 5 კომპანიის შემადგენლობა 2020 და 2021 წლის 9 თვის მონაცმებით სრულად იდენტურია.

 

 

10. სატელევიზიო რეკლამა მიზნობრივი გახდება - როგორ შეიცვლება ტექნოლოგიები 2022-ში

საერთაშორისო საკონსალტინგო კომპანია Deloitte მიიჩნევს, რომ 2022 წელს მედიაბაზარზე აქტიურად გავრცელდება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სატელევიზიო რეკლამას უფრო მიზნობრივს გახდიან.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up