დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. „რისკების კონტროლის სტრუქტურა საპენსიო სააგენტოს ჯერ არ აქვს“ - ლევან სურგულაძე
საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების საჯარო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ინვესტიცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.
2. კოვიდსიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკა - უმართავი პროცესი, თუ ბიზნესინტერესები?!
ათეულობით ადამიანი ისე კვდება საქართველოში, რომ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც უცნობია. არც მკურნალობისას დაშვებული შეცდომები დასტურდება.
3. რა შემთხვევაში გაძვირდება პური
წლიურ ინფლაციაში სასუსრათო ჯგუფიდან პური ძირითადი პროდუქტია, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა. 1 წლის განმავლობაში ფასი თითქმის 22%-მდეა გაზრდილი და ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს.
4. კურსთა შორის სხვაობა და მაღალი ინფლაცია - რატომ შეუმცირდა სადაზღვევო ინდუსტრიას მოგება
„არდის“ გენერალური დირექტორი სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების ძირითად მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორისაა კურსთა შორის სხვაობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება და არსებული მაღალი ინფლაცია.
5. ლარის არსებულ დიაპაზონში რყევა ინფლაციაზე დამატებით გავლენას ვერ მოახდენს
ბოლო 3 დღეში ლარი მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურდა. თუ 29 ნოემბრის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.0967 იყო, 2 დეკემბერს 3.1279 გახდა, ორნიშნა ინფლაციის ფონზე ფასების მატების შიში კიდევ ერთხელ გაჩნდა.
6. Top 5 ქართული სადაზღვევო კომპანია ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით
2021 წლის 9 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 67 987 957 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
7. სათამაშო ბიზნესისთვის მთავრობის კომუნიკაციის ფორმა მიუღებელია
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა ჟურნალისტებს მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ ის ტონი და ფორმა, რომელსაც მთავრობა ბიზნესთან კომუნიკაციის დროს იყენებს, მიუღებელია.
8. Saxo Bank-ის „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“ 2022 წლისთვის
ბანკის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წელს ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები დაბრუნდება, დაიწყება ახალი კოსმოსური რბოლა და ცივი ომი, აშშ-ში ინფლაცია 15%-ს მიაღწევს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წლით გაიზრდება.
9. ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა
ევროკავშირის ქვეყნებმა პოლონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამო მინსკის მმართველი ელიტის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს.
10. Bloomberg: პანდემიას ყველაზე უკეთესად გაერთიანებულ საამიროებში ებრძვიან
ახალ ყოველთვიურ რეიტინგში COVID Resilience Ranking პანდემიასთან ბრძოლის კუთხით პირველ ადგილზეა გაერთიანებული საამიროები.