დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-01 21:00:43

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა.

 

 

2. „ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა.

 

 

3. «Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო დავა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-ს და საქართველოს შორის რუსული კომპანიის სასარგერბლოდ დასრულდა - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

4. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა საავადმყოფოს აშენებს

ცნობილი ბიზნემენი ალექსანდრე ხარებავა დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოს აშენებს. 5 სართულიან შენობაში განთავსდება ამბულატორია, სარეაბილიტაციო, ინტენსიური და საოპერაციო ბლოკები.


 

 

5. ღვინის მცირე მარნები გლობალურ ბაზრებზე გააქტიურდნენ

გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგი პანდემიურ პერიოდშიც აქტიურად გრძელდება. მეწარმეების განცხადებით, მსხვილი ბიზნესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობენ მცირე მარნებიც, რაშიც მათ ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება.

 

 

6. ქართული ბრენდი აზერბაიჯანში - „ანტრე“ ბაქოში მეექვსე ფილიალს ხსნის

ქართულ-ფრანგული კაფეტერიების ქსელი „ანტრე“ აზერბაიჯანში რიგით მეექვსე კაფეს ხსნის. როგორც „კომერსანტს“ „ანტრეს“ მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ლიკა მიქაუტაძე უყვება, ბაქოში გაფართოვება ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა.

 

 

7. ლევან გოგიჩაიშვილი: ონლაინ კაზინოები აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშ არ გადაინაცვლებს

ხელისუფლება ონლაინ კაზინოების აკრძალვას აპირებს. პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე აიწევს, გარდა ამისა საჯარო მოხელეებს შეეზღუდებათ ონლაინ თამაშში ჩართვა.

 

 

8. დღეიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტი გააძვირა

რუსული ხორბლის იმპორტი ისედაც მცირდება, მაღალი გადასახადის ფონზე ქართველი მეწარმეები ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ, რამაც პურის ფასის არსებულ ნიშნულზე დაჭერა ჯერჯერობით შესაძლებელი გახადა, თუმცა წისქვილკომბინატების საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და რამდენიმე მათგანი გაკოტრდა კიდეც.

 

 

9. 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

10. რუსეთში სიკვდილიანობა 1945 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა

2020-ის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით რუსეთში სიკვდილიანობამ 2,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ დემოგრაფებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ანაზე უარესი მაჩვენებლები ბოლოს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს - 1941-1945 წლებში იყო.

 

 





2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up