დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-25 21:00:25

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ლარი VS ლირა. რატომ მყარდება ქართული ვალუტა თურქულის გაუფასურების ფონზე - სებ-ის ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა ($1 / 12.05 TRY) და მისი ვარდნის ტემპი ასევე რეკორდულია. ამ ფონზე ქართული ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება და ხუთშაბათს $1 3.1153 ლარი ღირს. პანდემიამდელ პერიოდში ლარის მკვეთრ ვარდნებს საქართველოს ეროვნული ბანკი თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებდა.

 

 

2. ვატო სურგულაძე: პასუხი უნდა მოეთხოვოს ჯანდაცვის მინისტრს, ჯანდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრს

არასწორი აღრიცხვიანობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის მეთოდი მთავარი პრობლემებია, რაც პანდემიის მართვისას არის დაშვებული. კოვიდ19-ის პრევენციის, ასევე მკურნალობის მოდელი, რითაც საქართველო ხელმძღვანელობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

 

3. ბიზნესი მთავრობას ვაქცინაციის კამპანიას უწუნებს

კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე ფიქრობს, რომ სანამ ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდება, ეკონომიკასა და შესაბამისად ბიზნესში არსებული პრობლემების გაუმჯობესება გართულდება. ამ თვალსაზრისით, გოგსაძე მმართველ პარტიას პანდემიის პრევენციის მიზნით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვისკენ მოუწოდებს.

 

 

4. უმუშევრობა სისტემური ხასიათისაა და მისი მოწესრიგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს


CIU Business Institute-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე უფრო სისტემური ხასიათისაა, ვიდრე პანდემიური კრიზისით გამოწვეული და მასთან ბრძოლას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 2,5%-ით - 19,5%-მდე გაიზარდა.

 

 

 

5. მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 90 ლარი ეღირება

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება.

 

 

6. ტიკარაძე: საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ.

 

 

7. „განაჩენი კოვიდ19“ - პაციენტები მძიმე ისტორიებით

კლინიკებიდან გაწერილი პაციენტების უმეტესობა სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და გაწეული სერვისის ხარისხზე ჩივის. მათზე, რომლებსაც  არ გაუმართლათ და საავადმყოფოში დაიღუპნენ, ოჯახის წევრები გაუგონარ ამბებს ჰყვებიან.

 

 

8. ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირედ მრავალფუნქციური შენობა აშენდება

დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე უახლოეს მომავალში ახალი მშენებლობა დაიწყება. ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ხუთსართულიანი შენობის აშენება იგეგმება.

 

 

9. მოლდოვური Flyone და მისი შვილობილი Flyone Armenia საქართველოს ავიაბაზარზე შემოდიან

მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyone და მისი შვილობილი Flyone Armenia საქართველოს ავიაბაზარზე გეგმავენ ოპერირებას.  Flyone საქართველოს მიმართულებით ფრენებს 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს, ხოლო Flyone Armenia კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან გეგმავს.

 

 

10. ეკატერინე ტიკარაძე - კლუბებმა კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან და საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დავაყენებთ

„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა მწვანე პასპორტი, რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წამოვაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up