დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-13 21:00:59

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:


1. მცირე ბანკების ხუთეული - დაკრედიტებაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „სილქ როუდ ბანკს“ აქვს

2021 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი სესხების რაოდენობა გაიზარდა და ბანკების სასესხო პორტფელი თითქმის 40 მლრდ. ლარს გაუტოლდა.



2. „ორი ნაბიჯის“ ფილიალების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

მაღაზიათა ქსელმა „ორი ნაბიჯი“ 2020 წელს 55 ახალი მაღაზია გახსნა, გაყიდვები კი 96 მლნ ლარით 414 მლნ ლარამდე გაზარდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, გაზრდილმა ხარჯებმა მოგება 33%-ით შეამცირა, თუმცა სხვა ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ქსელი მინუსში არ გასულა და 5.4 მლნ-იანი მოგების დაწერა მოახერხა.



3. ბათუმის კუნძულის პროექტი, იმედია, ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის ბედს არ გაიზიარებს - ქეთი ბოჭორიშვილი

ბათუმში „ამბასადორი აილენდის“ პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.



4. სავაჭრო ცენტრებში გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება

თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრების უმეტესობამ რეალიზაცია თითქმის სრულად აღიდგინა. პანდემიისას მთავარ გამოწვევად ამ ეტაპზე მიწოდების უზრუნველყოფაა. ამიტომ ბიზნესისთვის  მთავარი შეუზღუდავი მუშაობის შესაძლებლობაა, რასაც კოვიდინფიცირების ბოლო მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს.




5. 9.00-იანი ნიშნული დაძლეულია, ლირა რეკორდულ ვარდნას განაგრძობს


თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმზეა. 12 ოქტომბერს აშშ დოლარის ღირებულება 9.00-იან ნიშნულს გადასცდა, 13 ოქტომბერს დილით Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 9.03-ს შეადგენდა.



6. პანდემიამ ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, საქართველოში ქალაქიდან მოშორებით, კერძო სახლებში დასახლების ტენდენცია შეინიშნება, ამ ყველაფერმა კი ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.



7. EXPO GEORGIA-ში CAUCASUS BUILD 2021 გაიმართება

გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, 2021 წლის 15-17 ოქტომბერს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.



8. IG Development-მა ე.წ. „ზაკვოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო

IG Development-მა ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილ შტაბბინის დემონტაჟი დაიწყო. რითეილ ბაზრის ლიდერმა კომპანიამ ნაგებობების დემონტაჟის ნებართვა 12 ოქტომბერს მიიღო. ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობას.



9. CNBC: ევროპის ენერგეტიკა რუსეთის მძევალი გახდა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის ფასის კატასტროფული მატების ფონზე ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა შესთავაზა, სრულად ახდა ვაშინგტონის პროგნოზი - ევროპა რუსულ გაზზე  კიდევ  უფრო  დამოკიდებული გახდა.



10. ატომური ენერგეტიკა ევროპამ ისევ შეიყვარა


ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელმაც გაზის და ნახშირის ფასები კატასტროფულად გაზარდა, ევროპაში ატომური ენერგეტიკის აღორძინების თაობაზე დებატები განაახლა.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up