დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-24 21:00:46

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 3 მოვლენა, რომლებიც ღარიბაშვილის პრემიერობას დაგვამახსოვრებს

კოვიდ სიკვდილიანობით პირველი ადგილი — უკვე შემდგარი და მიმდინარე ტრაგედია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს (23 ნოემბრის მდგომარეობით ვირუსმა საქართველოს 11 608 მოქალაქე იმსხვერპლა!), მაღალი ინფლაცია (12,8%!) და ონლაინ კაზინოების წინააღმდეგ მორიგი გალაშქრება (ეს ნარატივი წინასაარჩევნო კამპანიას მოაგონებს ბევრს) - ეს 3 მთავარი მოვლენაა, რაც ეკონომისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასებისას ახსენდებათ.

 

 

2. „ღარიბაშვილის განცხადება ახალი სოციალური ხედვის შესახებ არსებულ დღის წესრიგს აცდენილია“

„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არსებულ დღის წესრიგს აცდენილია“, - ასე აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ახალი სოციალურ ხედვის შესახებ.

 

 

3. რატომ „მიაგდო“ მთავრობამ საკლუბო სექტორი და რა მოთხოვნები აქვს კლუბ “ხიდს“

1- ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა საკლუბო სექტორი ვერც ამ რეგულაციებში მოხვდა და მათთვის მუშაობა კვლავ აკრძალულია. კლუბები ერთადერთია, რომლებსაც უკვე 21 თვეა მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

 

 

4. 4 წელში „ბლექ სი არენას“ ზარალმა 17,4 მლნ ლარი შეადგინა


Christina Aguilera, Scorpions, 30 seconds to mars, Aerosmith, jessie j, Black Eyed Peas -ლეგენდარული ჯგუფებისა და არტისტების სია, რომელთაც „ბლექ სი არენამ“ 6 წლის განმავლობაში უმასპინძლა, გრძელია, თუმცა საკონცერტო დარბაზის კარები თითქმის ორი წელია დახურულია. 10 000-მდე მაყურებელზე გათვლილი სივრცე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვეღარ იღებს.

 

 

5. 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, რაც მათთვის საკრედიტო პროდუქტებს აძვირებს

„როგორც სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება 65 წლის ასაკამდე პიროვნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

6. პანდემიის მართვაში ანტირეკორდები იქნება, ვიდრე ხელისუფლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს

„ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

 

 

7. პლასტიკის პარკების აკრძალვა შემსუბუქდა - რომელ პარკებზე არ გავრცელდება შეზღუდვები

მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 19 ნოემბრის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, გამონაკლისებს შორის, რომელთაც შეზღუდვები არ ეხება, ნარჩენებისთვის (ნაგვის) განკუთვნილი პარკებიც მოხვდა.

 

 

8. რეგიონებში ყველაზე ძვირი მიწა კახეთშია

პანდემიურ პერიოდში, როცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, აგრარულ სფეროში საპირისპირო ტენდენციაა,  როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე აგრარულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა და ფასიც გაზრდილია.

 

 

9. რესტორნებს სათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები წარადგინა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის ვალდებულების პარარელულრად რესტორნებს  შესაძლებლობე ექნებათ, რომ სამუშაო საათები თვითონ განსაზღვრონ — მათ მუშაობის 23 საათზე  დასრულების ვალდებულება ეხსნებათ.

 

 

10. ლირამ ვარდნის ტემპით 3-წლიანი რეკორდი მოხსნა

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ვარდნა განიცადა და 8%-ით გაუფასურდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up