დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-22 21:00:36

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. პანდემიის მართვის საკომუნიკაციო კამპანიას ბიზნესი არასაკმარისად მიიჩნევს

დაბალი იმუნიზაციის ფონზე ეპიდემიოლოგების მიერ ცოტა ხნის წინ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პანდემიის მართვის პროცესს ,,რაღაც“ დააკლდა, ბიზნესიც იზიარებს.

 

 

2. კოვიდპასპორტის არმქონე პირის ობიექტში შესვლის გამო ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება

1-ლი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.

 

 

 

3. ონლაინ კაზინოების აკრძალვით ბიუჯეტი 1.5 მილიარდს დაკარგავს

ირაკლი ღარიბაშვილის იდეას, კაზინოების აკრძალვის შესახებ, ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აბესაძე ფიქრობს, რომ როდესაც კანონი ძალაში შევა, ქვეყნის ბიუჯეტი საშუალოდ 1.5 მილიარდ ლარს დაკარგავს და აქციზის გადასახადები საწვავსა და თამბაქოზე გაორმაგდება.

 

 

4. ონლაინ კაზინოების რეკლამა აიკრალება - პრემიერ-მინისტრი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონკაინ კაზინოების რეკლამა აიკრძალება.

 

 

 

5. ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადი გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ორშაბათის სხდხომაზე პრემიერ-მინისტრმა ონლაინ კაზინოებზეც  ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ამ ბიზნესის მფლობელებისთვის გადასახადი გაიზრდება. მისივე თქმით, დაგეგმილია  ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც.

 

 

6. „მიუხედავად ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო კორექციას“ - „თიბისი კაპიტალი“

„მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, ჩვენი აზრით, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა“, — ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაში მთავარი ეკონომისტისგან.

 

 

7. სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები სუსტია, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება

სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები სუსტია, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

 

 

8. „დღეს არსებული მანკიერი პოლიტიკა არ აძლევს საშუალებას სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომ სამუშაო ადგილი იშოვოს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამა  წარადგინა, რომელიც  მოსახლეობის  სოციალურად დაუცველ  ნაწილს  ეხება. მისი თქმით,  დღეს  არსებული მანკიერი პოლიტიკა არ  აძლევს საშუალებას  სოციალურად  დაუცველ მოქალაქეს, რომ სამუშაო ადგილი იშოვოს, რადგან მას სოციალური  დახმარების დაკარგვის ეშინია.

 

 

9. TaxiWoman ფუნქციონირებას წყვეტს

TaxiWoman ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

10. ფინანსთა სამინისტრო ონლაინ კაზინოების შეზღუდვის გეგმას ერთ კვირაში წარმოადგენს

მთავრობის სხდომის შემდეგ აზარტული თამაშების დაბეგვრის ახალ  წესზე განმარტება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რეგულირების ახალი მოდელის პრეზენტაცია 1 კვირაში გაიმართება, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა სრულიად შეიცვლება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up