დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-16 21:00:06

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

 

1. პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მენეჯმენტის კრახს უკვე მედიკოსებიც აღიარებენ

კოვიდ19-ის მეხუთე ტალღის პიკში საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის აშკარად წარუმატებელი ნაბიჯი აჩვენა. როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების დონე საგანგაშო ნიშნულზეა და ჯანდაცვის სექტორი უკვე ღიად აცხადებს, რომ პაციენტებს ვერ უმკლავდებიან, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში.

 

 

2. კოვიდსიკვდილიანობის მაღალი რიცხვი ვაქცინაციისა და პირველადი ჯანდაცვის ჩავარდნამ გამოიწვია

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. საქართველოში ბოლო 28 დღის განმავლობაში კორონავირუსის 121,757 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1,507 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

3. „ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ 1000 თანამშრომელი ავიყვანოთ“ – „ქართლი ტექსტილი“ დამატებით კადრებს ეძებს

„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ 1000 თანამშრომელი ავიყვანოთ“,- ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. ამ შემთხვევაში საუბარია „ქართლი ტექსტილზე“, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნა და ის „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა.

 

 

4. „სარესტორნო ბიზნესი სულს ღაფავს“ - გააძვირა თუ არა ინფლაციამ მენიუ?

წლიური ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია.  ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 18.4%-ით გაძვირებამ იქონია. როგორ აისახება მომატებული ფასები სარესტორნო ბიზნესზე და დახვდება თუ არა რესტორანში მისულ მომხმარებელს გაძვირებული მენიუ. საკითხზე მედია ჰოლდინგთან „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია საუბრობს.


 

 

5. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფრანგ პარტნიორებს საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების, MEDEF International-ის დელეგაციას უმასპინძლა.

 

 

6. კომპანიები კოვიდ პასპორტებზე უარს ამბობენ

1-ლი დეკემბრიდან  ძალაში “მწვანე პასპორტები“ შევა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან, ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსი არ ექნებათ გადატანილი, გარკვეულ ბიზნეს ობიექტებზე არ დაიშვებიან.

 

 

7. ლარში სესხები მომდევნო 8 თვეში არ გაიაფდება - საბანკო სექტორის მოლოდინები

ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და საბანკო სექტორი ამ მიმართულებით საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე არ ელის.

 

 

8. „ლიბერთი“ საპენსიო ტენდერში მონაწილეობას მიიღებს, თუ პირობები მისაღები იქნება – ვასილ ხოდელი

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების მოთხოვნა, ჩვენ თავად დავაყენეთ, ვინაიდან ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვები დაგროვდა“, – ამის შესახებ „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა BM.ge-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

 

9. Le Figaro: აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში

ევროკავშირში პანდემია ძლიერდება, ხოლო 10 ქვეყანაში მდგომარეობა შემაშფოთებლად ითვლება. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემოტევისთვის დამახასიათებელია დაინფიცირების სწრაფი და მნიშვნელოვანი, ხოლო სიკვდილიანობის ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ზრდა.

 

 

10. Daily Mail: მსოფლიოს შპრიცების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

2022 წელს მსოფლიოს ახალი დეფიციტი ელის - შპრიცებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო მრეწველობა მას ვერ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, მომავალ წელს გლობალური ჯანდაცვის სისტემას 2 მლრდ, შპრიცი დააკლდება, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის შედეგი იქნება. ამ დროისთვის მსოფლიოში გაკეთდა ვაქცინების 7,5 მლრდ დოზა, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული აცრების მაჩვენებელი საშუალოდ წლის მანძილზე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up