დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-12 21:00:06

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ინვესტიციები 2020 წლის დასაწყისიდან მცირდება, პანდემიას ყველაფერს ნუ დავაბრალებთ - ინტერვიუ ქეთი ბოჭორიშვილთან

ჩაშლილი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, მთავრობის ამბიციური განცხადებები ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგების არასახარბიელო ქვეჯგუფში, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კომერსანტი“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და „ანაკლია სითის“ ყოფილ ხელმძღვანელს ქეთი ბოჭორიშვილს ესაუბრა.

 

 

2. პური კიდევ გაძვირდა - ბიზნესი სუბსიდიის წინააღმდეგია

მთავრობამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა. თვითმმართველობის არჩევნების წინ აცხადებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერეოდნენ. ახლა სწორედ ამის საჭიროება დადგა.

 

 

3. ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 4775 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.

 

 

4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე სუბიექტებს 1 წლის იჯარა ჩამოწერათ

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე დარიცხული იჯარა 5 მლნ ლარის ოდენობით და მასზე დარიცხული 1 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერებათ.


 

 

5. 2021 წლის ბოლოს სამშენებლო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება - „არსი“

„2021 წლის ბოლოს, ვვარაუდობთ, რომ სამშენებლო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა. მისი თქმით, დეველოპერული ბაზრის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის.

 

 

6. საცხოვრებელი შენობების უსაფრთხოება მუნიციპალურ ინსპექციებს დაევალება

,,ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოვოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე - მუნიციპალური ინსპექციების, რათა მათ მეტი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და მოქალაქეებს - უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე“.

 

 

 

7. სამშენებლო სექტორი მშენებლობის სამინისტროს აღდგენას ითხოვს

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში არსებული პრობლემის მოგვარება მშენებლობის სამინისტროს აღდგენით უნდა დაიწყოს. მათი თქმით,  მშენებლობაზე უკანონო ნებართვა ადვილად მოსაპოვებელ-გასაცემი გახდა სწორედ მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, როცა მიზანმიმართულად დაიწყო ბაზრის ლიბერალიზაცია და კონტროლი მაქსიმალურად შეასუსტეს.

 

 

8. ნებისმიერი ვაქცინით აცრილები ფაიზერის დამატებითი დოზით აიცრებიან უხოეთში გასამგზავრებლად

სინოფარმითა და სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანებისთვის, მეორე აცრიდან 28 დღის შემდეგ ფაიზერის დამატებითი დოზის გაკეთება გახდება შესაძლებელი. საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მხოლოდ მათ, რომლებიც ისეთ ქვეყანაში აპირებენ გამგზავრებას, რომლებიც სინოფარმსა და სინოვაკს არ აღიარებენ.

 

 

 

9. მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევის სფეროში

სადაზღვევო სფეროში ერთის მხრივ ჩართულია მზღვეველი, როგორც კვალიფიციური, ლიცენზირებული სუბიექტი, რომელიც სადაზღვევო საკითხებში გათვითცნობიერებულია, მეორეს მხრივ ჩართულია მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს, რომ შეიძინოს სადაზღვევო პროდუქტი, თუმცა შესაძლოა რომ ის ვერ ერკვეოდეს სადაზღვეო პირობებში, სწორედ ამიტომ არის საჭირო მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რომ ეს ურთიერთობები მეტნაკლებად პარიორიტეტულ დონეზე იყოს.

 

 

10. პროევროპელმა პოლონელებმა ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს

რამდენიმე დღის წინ პოლონეთი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა - ათასობით ადამიანი ქალაქების ქუჩებში გამოვიდა, და გააპროტესტა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებზე პრიორიტეტულობას გულისხმობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up