დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-01 21:00:00

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „მდუღარე ეკონომიკის“ ორნიშნა პროცენტული ზრდის ალბათობა შემცირდა

სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც 2013-2019 წლებთან შედარებით მაღალია, მაგრამ მიმდინარე წლის გასულ თვეებთან შედარებით ტემპი შემცირებულია, რამაც დაანონსებული წლიური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ეჭვქვეშ დააყენა.

 

 

2. რეკომენდაცია მთავრობას - რა უნდა გაკეთდეს საძოვრების ეფექტური მართვისა და გამოყენებისთვის

მთავრობა  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის ახალი პროგრამაზე მუშაობს,  რომლის დამტკიცების შემთხვევაში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელები საძოვრებს აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგვას შეძლებენ.

 

 

3. ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი - ქართული ბანკების წარმომადგენლობები უცხოეთში

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმრავლესობა უცხოური ბანკის ფილიალს წარმოადგენს, თუმცა ისინი ქვეყნის ორ მსხვილ ბანკს კონკურენციას მაინც ვერ უწევენ. ბოლო პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ქართული ბანკების ფილიალებიც გამოჩნდა, მათ შორის სიმრავლით საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის შვილობილი ორგანიზაციები გამოირჩევიან, რომლებიც არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

 


4. მაღალი ფასების გამო საქართველოს მძიმე ზამთარი ელის


ფასების ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ამ თვალსაზრისით, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელის. სტატისტიკოს გივი მომცელიძის ვარაუდით, საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემას შექმნის და მასთან გამკლავება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება.

 

 

5. თუ დროულად არ შემოიღებენ შესაბამის საბირჟო პრინციპებს, ერთ დღეს შეიძლება სავალუტო კატასტროფა მივიღოთ - ფინანსისტი

საქართველოში ფულის საბაზრო ღირებულების დადგენა უკვე წლებია ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ხდება. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ამ პლატფორმაში გადატანით პროცესი უფრო პროგრესული და გამჭვირვალე გახდა, რადგან სწორედ ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ბლუმბერგის სისტემა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის არამართებულია.

 

 

6. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 კვირაში თიბისის და საქართველოს ბანკის აქციების ფასი გაიზარდა, Georgia Capital-ის კი შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.

 

 

7. ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა (+2.3% თ/თ) და 41 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ სექტემბერში 15.8% შეადგინა (+2.5% თ/თ).

 

 

8. საქართველო სამეცნიერო კვლევებზე ისრაელთან შედარებით 16-ჯერ ნაკლებს ხარჯავს

სამეცნიერო კვლევებზე 2020 წელს საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, 5.7%-ით მეტი — 148.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც მშპ-ის 0.3%-ა. ეს კი, მშპ-სთან შეფარდების ჭრილში, გერმანიასთან შედარებით 10-ჯერ, შვეიცარიასთან შედარებით 11-ჯერ და ისრაელთან შედარებით კი 16-ჯერ ნაკლებია. 

 

 

9. დონბასის ცაზე კიევმა „ბაირაქტარი“ ააფრინა - ესკალაციის ახალი ტალღა

ერთმა ვიდეოჩანაწერმა უკრაინაში და რუსეთში დიდი აღელვება გამოიწვია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

 

 

10. Financial times: მოლდოვამ „გაზპრომთან“ შეთანხმებას მიაღწია

მოლდოვამ „გაზპრომთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც ქვეყანაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას ქმნის.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up