დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-29 21:00:17

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. პოპულიზმი და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა - რა ხდება მეორე ტურის წინ

თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური 64-დან 20 ქალაქში ხვალ, 30 ოქტომბერს ჩატარდება. ბოლო ერთ თვეში ისედაც მაღალი პოლარიზაცია კიდე უფრო გაღრმავდა. გახშირდა პოპულისტური და არაკონსტიტუციური განცხადებებიც.

 

 

2. „აგროჰაბი“ პოსტპანდემიურ პერიოდში ორი ფილიალის გახსნას გეგმავს

„ბიზნესის მთავარი გამოწვევა საშუალო ფენის სიმცირეა, მოსახლეობაში მეტი ფული უნდა ბრუნავდეს“, - ამის შესახებ კომერსანტს ჰიპერმარკეტების ქსელის „აგროჰაბი“-ის დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა განუცხადა.

 

 

3. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით, იანვარ-სექტემბერში კი 11.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 

 

4. ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი გართობა-დასვენებასა და შოპინგზე იხარჯება


ფულის მრავალფუნქციური დანიშნულების მთავარი პრინციპი დაურღვეველია და ხარჯვის არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა ერთ-ერთი დიდი ნაწილი სწორედ გართობა-დასვენებასა და შოპინგზე მოდის. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თუკი 90-იანი წლების ბოლოს ფული მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა, ახლა უკვე უფრო სოლიდური და მნიშვნელოვანი მასშტაბი მიიღო.

 

 

5. ისტორიული ძეგლის თანამედროვე სიცოცხლე - თბილისს ახალი აპარტამენტები შეემატება

2022 წელს თბილისს კიდევ ერთი, განსაკუთრებული ვიზუალის მქონე განთავსების ობიექტი შეემატება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ, თანამედროვე სიცოცხლეს შეიძენს. პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ ლარია, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ ახორციელებს.

 

 

6. ზრდის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება იმპორტის მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს

2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ 28 932,5 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით, ანუ 44,7%-ით მეტია.

 

 

7. 9 თვეში 7 425 სამშენებლო ნებართვა გაიცა - წლიური +6.5%

სამშენებლო ნებართვებზე მაღალი მოთხოვნაა და იანვარ-სექტემბერში 7425 ნებართვაა გაცემული, რაც 6,5%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

 

8. სვანეთში ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის  შესახებ ინფორმაციას და საბაგიროს მშენებლობის ამსახველ კადრებს  სოციალურ  ქსელში გვარდი  „თეთნულდი-ჰაწვალი“ ავრცელებს.

 

 

9. აფხაზები ქაფშიას მოპოვებაზე წესებს ამკაცრებენ - ბრაკონიერობის გამო რეგიონის წყლები ცარიელია

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ქაფშიას მოპოვება შეზღუდა და წესები გაამკაცრა. მიზეზად წყლის ბიორესურსის შეზღუდული რაოდენობა სახელდება.

 

 

10. Telegraph: ევროკავშირი - ილუზია და დისნეის ზღაპარი

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დღეს უკვე დავიწყებულმა, ევროკავშირის მამა-დამაარსებელმა ვალტერ ჰალშტეინმა შტატებში მოგზაურობის დროს გადაწყვიტა, რომ ევროპა ამერიკული ზესახელმწიფოს ასლი უნდა გახდეს - თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ევროპელები მას გიჟად მიიჩნევდნენ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up