დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-28 21:00:38

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „პანდემიის მართვას ბევრი დავაკელით“ - ბიზნესი ამირან გამყრელიძის რიტორიკულ კითხვას პასუხობს

კორონავირუსის მეხუთა ტალღის საწყის ეტაპზე, როცა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ვაქცინაციის დაბალ ტემპსა და ვირუსთან ბრძოლის წარუმატებლობაზე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები აღიარებენ, რომ პროცესს ,,რაღაც“ დააკლდა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.  ამ პათოსს უერთდება ბიზნესიც, რომლის რამდენიმე წარმომადგენელი ,,კომერსანტთან“ საუბრობს იმ დანაკარგსა და შეცდომაზე, რაც უშუალოდ სექტორს დააკლდა და რის გამოსწორებასაც  საქართველოს ჯანდაცვის სისტემისგან ყველაზე მეტად ითხოვენ.

 

 

2. ლირის გაუფასურების შესაძლო გავლენები ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე და ლარზე

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის  ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება, ზოგიერთი ფინანსისტის აზრით, შეიძლება ქართული ბაზრისთვის ხელსაყრელიც გახდეს მოკლევადიან პერიოდში. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტის გაიაფება უკვე სავსებით შესაძლებელია. თუმცა, შედარებით პესიმისტურად არიან განწყობილი დისტრიბუტორთა ასოციაციაში.

 

 

3. საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა 2020 წელს 96 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

საფოსტო და საკურიერო კომპანიებს 2020 წელს შემოსავლები გაეზარდათ, წლიურად 6.6%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ამ კატეგორიის კომპანიებმა 95,9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 90 მმლნ ლარი იყო.

 

 

4. საქართველოს ბანკის მომგებიანობის კოეფიციენტი 41,23%-ს, ხოლო თიბისის - 39,34%-ს შეადგენს

საბანკო სექტორმა მომგებიანობის კოეფიციენტი გააუმჯობესა და 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 33.46% შეადგინა. მეორე კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 29.7% იყო.


 

 

5. ისრაელთან დროებითი დასაქმების პროგრამა გრძელდება, მაგრამ წასვლის შანსი თითქმის არავის აქვს

პროგრამა 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. თუმცა დღემდე ვერ შეირჩა კანდიდატი, რომელიც ისრაელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოდ წასვლის მიზნით სამინისტროში 125 განაცხადია შესული, მაგრამ აპლიკანტებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

 

 

6. სმარტფონების ბევრ მოდელზე WhatsApp ნოემბრიდან აღარ იმუშავებს

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობის გამო. საუბარია Apple-ს, Samsung-ის, LG-ს, ZTE-ს, Huawei-ს, Sony-ს, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა ბრენდების 43 მოდელზე. მესენჯერის სტაბილურად მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ტელეფონი საოპერაციო სისტემებით: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი საოპერაციო სისტემებით.

 

 

7. პუტინმა „გაზპრომს“ ევროპის გაზსაცავების შევსება უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ უბრძანა, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების შევსება ნოემბერში დაიწყოს. ამით ის აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზის დამატებითი მოცულობები უკვე გზაშია.

 

 

8. 31 წელი საქართველოს კომპარტიის კოლაფსიდან

საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილებიდან 31 წელი გავიდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას, საქართველოში კომუნისტური პარტიის მმართველობა დასრულდა. გამარჯვებულმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველომ“ 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და 5 თვის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

 

 

 

9. Le Figaro: „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალში - ავღანეთი, ბრაზილია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო...

საფრანგეთი ქვეყნების კლასიფიცირებას სამი ფერის კატეგორიებად ახდენს - „მწვანე“, „ნარინჯისფერი“ და „წითელი“. კონკრეტულად რას მნიშნავს ეს საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც უცხოეთში გამგზავრება სურის?

 

 

10. The Wall Street Journal: შტატებში 3D პრინტერზე დაბეჭდილი სახლების უბანი გაჩნდება

აშშ-ში მსხვილი დეველოპერული კომპანია ტექნოლოგიურ სტარტაპთან გაერთიანდა იმისთვის, რომ მათ ერთობლივად ააშენონ 100 უჩვეულო სახლისგან შემდგარი საცხოვრებელი რაიონი - ისინი 3D პრინტერით დაიბეჭდება.ეს იქნება ამ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების ყველაზე მასშტაბური მაგალითი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up