დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-27 21:00:15

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება

საქართველოს 1 166 737 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათი ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საპენსიო ფონდის აქტივები უკვე 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.

 

 

2. სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად - 10 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.

 

 

3. ინფლაციური შოკები მილევას რომ დაიწყებს, მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად შევამცირებთ - კობა გვენეტაძე

„მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკების მილევა მოხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვთს ეტაპობრივად შევამცირებთ“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

4. „არდის“ დაზღვეულები „ამერიკული კლინიკა თბილისის“ სერვისებით ნოემბრიდან ისარგებლებენ


სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ პროვაიდერ კლინიკებს თბილისში ახალგახსნილი „ამერიკული კლინიკა თბილისი“ დაემატება. მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დასრულდება, ხოლო უკვე ნოემბრიდან ,,არდის“ დაზღვეულებს  ახალი კლინიკის სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ.

 

 

5. მთავრობამ პანდემიის მართვა და ეკონომიკის სტიმულირება ვერ შეძლო - რამაზ გერლიანი

ეკონომიკური და ფინანსური ბაზრის მკვლევარები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას ასულდგმულებს ფულადი გზავნილები და საექსპორტო საქონლისა და მომსახურებით შემოსული ფინანსური ნაკადები, რაც მდგრადი განვითარებისთვის საკმარისი არ არის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.

 

 

6. „დიაგონალური კუმულაცია“ - ამ პრივილეგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა საჭირო

თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავებაა მოსალოდნელი. ევროკავშირმა საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქციის შეტანის ნება დართო.

 

 

7. კობა გვენეტაძე აღიარებს, რომ საქართველოში მაღალი ინფლაციაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ ისაუბრა და IMF-ის სტატისტიკასაც გამოეხმაურა. IMF-ის ოქტომბრის შეფასებით, საქართველო მსოფლიოში ინფლაციის სიდიდით მეთექვსმეტე ადგილზეა.

 

 

8. საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა

ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ვარძიამ“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა.

 

 

9. ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე პოლიციას და ლტოლვილებს შორის შეტაკებები დაიწყო

ვითარება ევროკავშირის და ბელარუსის საზღვარზე ყოველდღიურად რთულდება - თუ აქამდე მინსკელი დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეგზავნილი ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მის გადაკვეთად შედარებით უხმაუროდ ცდილობენ, დღეს მათი ნაწილი უკვე პირდაპირ შეტევაზე გადადის.

 

 

10. ევროკავშირი გაზის ცენტრალიზებულ შესყიდვებზე იმსჯელებს

ევროკავშირის ერთიანობა მორიგი გამოცდის წინაშეა - ამჟამად მიზეზი ესპანეთია. მადრიდმა, ენერგოკრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც კავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის ენერგომატარებლებზე ფასების გადახედვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up