დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-11 21:00:53

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 10 წელიწადში ჩინეთში ექსპორტის 1860%-იანი ზრდის მიუხედავად, საქართველო შესაძლებლობების მხოლოდ მიზერულ ნაწილს იყენებს

პლანეტის #2 ეკონომიკა უკვე მეორე წელია საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორია. ბოლო 8 თვეში საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 1995-2015 წლებში ერთად.

 

 

2. დაბალი საპროცენტო განაკვეთები და ფასების სტაბილურობა - რას გამოიწვევს ბანკების კონკურენტი ციფრული ლარი

2022 წლიდან ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის ჩაშვებას გეგმავს. ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

 

 

3. ბიზნესი ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის განაწილებაზე საკანონმდებლო ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებს

ბიზნესი მთავრობის ინიციატივას აფასებს და ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის განაწილების გზებზე საუბრობს. სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით, სურსათის ბანკი ამ მხრივ შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს, რადგან ამ მოდელის გამოყენება კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ხარჯს გაუზრდის, საკვებს გარკვეული დროით დააყოვნებს.

 

 

4. თბილისსა და რეგიონებში მდებარე საბჭოთა დროინდელ შენობებს ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვთ


თბილისსა და რეგიონებში მდებარე საბჭოთა კავშირის დროინდელ საცხოვრებელ კორპუსებს ვადა მასობრივად გაუვიდა, ზოგს ორმაგადაც კი, რაც მათ უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ყველაზე მეტი საფრთხე ამ მხრივ  ე.წ. ,,ხრუშჩოვკებს“ უკავშირდება. თბილისის მასშტაბით, ასეთი დაახლოებით 520-მდე კორპუსია, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს.

 

 

5. მენაშენეთა ასოციაცია მთავრობისგან კორპუსებზე მიშენებების დემონტაჟს მოითხოვს

მენაშენეთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, საცხოვრებელ კორპუსებზე მიშენებული ფართების დემონტაჟი მოახდინონ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ორშაბათს, 11 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ერთადერთი გამოსავალი, რაც თბილისსა და დიდ ქალაქებს ნგრევისგან დაიცავს.

 

 

6. ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით ივაჭრებოდა

,,თიბისი ბანკის'' ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 14.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 1.8%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 107.5 ათას აქციას გაუტოლდა.

 

 

 

7. რამდენი კილოვატი და რამდენი დოლარის ელექტრო ენერგიის შეძენა მოგვიწევს ზამთარში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტმა 2020 წელს 1610,1 მლნ. კვ/სთ  შეადგინა, 2021 აგვისტოს ჩათვლით ეს მაჩვენებელი 1715.9 მლნ კვ/სთ-ზეა. რა მოცულობის ელენერგიის შეძენა მოგვიწევს აპრილამდე და რა იქნება მისი ფასი, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა.

 

 

 

8. დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება

დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.

 

 

9. რუსული ლუკოილი აზერბაიჯანში ექსპანსიას აძლიერებს

რუსული ნავთობკომპანია ლუკოილი აზერბაიჯანში ექსპანსიას მკვეთრად აძლიერებს - ნავთობგიგანტი საგაზო საბადოს შახ-დენიზის მმართველი კონსორციუმის 25%-ის მფლობელი გახდა.

 

 

10. მომგებიანი სიძულვილი - Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი სოციალურ ქსელს ბრალდებებს უყენებს

ფრენსის ჰაგენმა Facebook-ში 2 წელი იმუშავა, 2020 წელს კი, სოციალური ქსელის შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე მან კომპანია სიძულვილის ენის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. რამდენიმე დღის წინ CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ალგორითმზე, რომელიც მომხმარებლებს შორის კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up